სიახლე 

ფოთში ,,სამოყვარულო ნაოსობის რალი შავი ზღვა 2019’’ ჩატარდება 18 07 19

ფოთში, 19-22 ივლისის ჩათვლით, რეგატა სახელწოდებით ,,სამოყვარულო ნაოსობის რალი – შავი ზღვა 2019’’ გაიმართება, რომლის მიზანია სამოყვარულო ნაოსნობის განვითარება და შავი ზღვის ქვეყნების პოპულარიზაცია. შეჯიბრში ქართველ ნაოსნებთან ერთად საბერძნეთიდან და თურქეთიდან ჩამოსული სპორტსმენები იასპარეზებენ. რეგატაზე 10-დან 15-მდე იახტა იქნება წარმოდგენეილი. რეგატა სამოყვარულო მეზღვაურთა ასოციაციის მიერ არის ორგანიზებული. იახტები ფოთის საიალქნო კლუბის ტერიტორიაზე განლაგდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ერთ-ერთი მოქალაქე მაწანწალა ძაღლებისთვის თავშესაფარს ითხოვს 18 07 19

აფხაზეთიდან დევნილი, დათიკო წურწუმია, რომელიც სოციალურად დაუცველი და ფოთის უპოვართა სახლის ბენეფიციარია, უპატრონო ძაღლებისთვის თავშესაფარს ითხოვს. მას ამჟამად 8 მაწანწალა ძაღლი ჰყავს შეფარებული და თავისი სახსრებით მათ გამოკვებას ცდილობს. როგორც თავად ამბობს, თავის წილ საკვებს ძალღლებსაც უნაწილებს. ის ქალაქის თვითმმათველობას და გულისხმიერ ადამიანებს უპატრონო ძაღლების თავშესაფრის მოწყობას სთხოვს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში აფროსანთა ღია ჩემპიონატი ჩატარდება 18 07 19

მალთაყვაში, საწყალოსნო სპორტის ბაზაზე ფოთელი და თბილისელი აფროსნები სასწავლო წვრთნებს გადიან. აფროსნების საწვრთნელი შეკრება რამდენიმე დღეა მიმდინარეობს და კვირის ბოლომდე გაგრძელდება. საქართველოს აფროსნობის ფედერაციის წარმომადგენლების თქმით, 20 ივლისს მალთაყვის საწყალოსნო სპორტის ბაზაზე საიალქნო კლუბი „ფოთის“ გახსნის ცერემონია გაიმართება. პარალელურად 20-21 ივლისს, საქართველოს ღია ჩემპიონატი ლაზერისა და ოპტიმისტის საერთაშორისო კლასებში ჩატარდება, სადაც 6 წლიდან 20 წლამდე ასაკის სპორტსმენები იასპარეზებენ. გამარჯვებულები, სიგელებით, მედლებითა და თასებით დაჯილდოვდებიან. როგორც კლუბის დამფუძნებელი ნიკა იმნაძე ამბობს, რეგატა სანახაობრივი იქნება და გულშემატკივრებს ელიან.

იხილე მეტი
Facebook