სიახლე 

ფოთში აფროსანთა ღია ჩემპიონატი ჩატარდება 18 07 19


მალთაყვაში, საწყალოსნო სპორტის ბაზაზე ფოთელი და თბილისელი აფროსნები სასწავლო წვრთნებს გადიან. აფროსნების საწვრთნელი შეკრება რამდენიმე დღეა მიმდინარეობს და კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

საქართველოს აფროსნობის ფედერაციის წარმომადგენლების თქმით, 20 ივლისს მალთაყვის საწყალოსნო სპორტის ბაზაზე საიალქნო კლუბი „ფოთის“ გახსნის ცერემონია გაიმართება. პარალელურად 20-21 ივლისს, საქართველოს ღია ჩემპიონატი ლაზერისა და ოპტიმისტის საერთაშორისო კლასებში ჩატარდება, სადაც 6 წლიდან 20 წლამდე ასაკის სპორტსმენები იასპარეზებენ. გამარჯვებულები, სიგელებით, მედლებითა და თასებით დაჯილდოვდებიან. როგორც კლუბის დამფუძნებელი ნიკა იმნაძე ამბობს, რეგატა სანახაობრივი იქნება და გულშემატკივრებს ელიან.

მსგავსი სტატიები

Facebook