სიახლე 

ფოთში ბენეფიციარებს 35 დასახელების მედიკამენტის შეძენა 1 ლარად შეეძლებათ 19 07 19


ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შევა, რომლის მიხედვით, პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და სხვა ჯგუფებს, მედიკამენტების ერთ ლარად შეძენა შეეძლებათ. ამ საკითხთან დაკავშირებით სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსს, ეკატერინე ადამიას ვესაუბრეთ: მისი თქმით, მედიკამენტების ჩამონათვალი და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება. ეკატერინე ადამიას თქმით, აღნიშნული ფასი 35 მედიკამენტზე გავრცელდება, რომლებსაც მოქალაქეები 6 ქრონიკული დაავადებისას მოიხმარენ. ესენია: გულსისხლძარღვთა, ფარისებრი ჯირკვლის, ფილტვის, დიაბეტის, ეპილეფსიის და პარკინსონის დაავადებები. ბენეფიციარებს ექვსი ძირითადი მიმართულების სამკურნალო მედიკამენტის შეძენა, ფოთში ფარნავაზ მეფის ქუჩაზე არსებულ პსპ-ს ქსელის აფთიაქში შეეძლებათ.

მსგავსი სტატიები

Facebook