სიახლე 

ფოთში 29 ივლისის ჩათვლით მცირე ნალექი დაფიქსირდება 26 07 19


ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ცნობით, ფოთისა და ყულევის სანაპიროზე 29 ივლისის ჩათვლით უმნიშვნელო ნალექი დაფიქსირდება და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +27° მიაღწევს. 27 ივლისს სინოპტიკოსების ცნობით ცვალებადი მიმართულების ქარი 5-10მ/წ სიჩქარით დაქროლავს. ზღვაზე მოსალოდნელია 3 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24° +26°, ხოლო ღამით +19° +21° დაფიქსირდება. 28 ივლისს სამხრეთ-დასავლეთის ქარი იქროლებს 6-11მ/წმ სიჩქარით. სინოპტიკოსები ზღვაზე 3 ბალიან ღელვას ელოდებიან. დაფიქსირდება ცვალებადი ღრუბლიანობა, დღის დასაწყისში უმნიშვნელო ნალექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +22° +24°; ხოლო ღამით + 20° + 22° დაფიქსირდება. 29 ივლისს მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ქარი, რომელიც 5-10 მ/წ სიჩქარით დაქროლავს. ზღვის ღელვა 2 ბალი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25° +27°, ხოლო ღამით +20° +22° იქნება.

მსგავსი სტატიები

Facebook