სიახლე 

ფოთში რიონის გაწმენდითი სამუშაოები ახლო მომავალში დაიწყება 29 07 19


ხელისუფლება წლების შემდეგ პირველად გეგმავს მდ. რიონის ქალაქში გამდინარე არხის გაწმენდითი სამუშაოების განხორციელებას. შპს „საქართველოს მელიორაციამ“ რიონის წმენდითი სამუშაოების პროექტირებაზე ტენდერი გამოაცხადა, რის შემდგომ, ტენდერი რიონის წმენდასა და სამუშაოების შესრულებაზე გამოცხადდება. გამარჯვებული კომპანია, სავარაუდოდ, მეშვიდე კილომეტრიდან ზღვამდე რიონის ფსკერის წმენდით სამუშაოებს 2020 წლიდან დაიწყებს. პროექტის ფარგლებში,ზღვის შესართავთან რიონის, ამჟმად მოსილული მარცხენა შტოს გაწმენდითი სამუშაოებიც განხორციელდება და ადრე არსებული კუნძული აღსდგება, სადაც მითოლოგიური პარკის მოწყობა იგეგმება. პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე რიონის ტომოგრაფიული გადაღება მოხდება. იმის დასადგენად, თუ სად არის დალექილი ტერიტორიები და რა მოცულობის სამუშაოებია შესასრულებელი. გენო ლოლუას თქმით, ამჟამად რიონის სიღრმე 1,5 მ-დან 8მ-მდე მერყეობს, რაც ფსკერის დალექვით არის გამოწვეული და მდინარე თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, რაც შესართავთან სანაპირო ზოლის სტაბილიზაციაში გამოიხატება, სწორედ ამიტომ, ხდება შავი ზღვის მიერ სანაპირო ზოლის მიტაცება. ამჟამად, შავი ზღვა რეალური საფრთხის წინაშეა და თუ დროულად არ განხორციელდა რიონის გაწმენდითი სამუშაოების შესრულება, შესაძლებელია კიდევ განმეორდეს წყლის მიერ ნაპირის მიტაცება.

მსგავსი სტატიები

Facebook