სიახლე 

ფოთელი მოსწავლე ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრის საზაფხულო სკოლაში 30 07 19

ფოთელმა, ალექსანდრე გიორგაძემ, რომელიც მეორე საჯარო სკოლის მე-12 კლასელია, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსში, საზაფხულო სკოლის ფარგლებში 8 დღიანი ტრენინგ – პროგრამა გაიარა. პროგრამაში საქართველოს 8 რეგიონის 36 მოსწავლე მონაწილეობდა. საზაფხულო სკოლაში ჩასარიცხად, მოსწავლეებმა მათემატიკის ტურნირში მიიღეს მონაწილეობა. ის მოსწავლეები, რომლებმაც ბარიერი გადალახეს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში მოხვდნენ. მათ იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა, ხათუნა კასრაძემ სერტიფიკატები გადასცა. საზაფხულო სკოლის მიზანია, დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებში საჯარო სამსახურის მიმართ ინტერესი გაზარდოს.

იხილე მეტი
სიახლე 

რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა 30 07 19

რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი ფოთის შუქურასთან საზეიმოდ დაიხურა. ცერემონიალზე, მსახიობმა, ვანო იანტბელიძემ, რევაზ ინანიშვილის სახელობის სპეციალური პრიზი “ალალე”, თავის რჩეულ არტისტს გადასცა. აღნიშნული ჯილდო ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობს, გენად შონიას ხვდა წილად. ფესტივალი წელს მეხუთედ ჩატარდა და საიუბილეო თარიღიც აღინიშნა, სადაც 17 რეგიონული თეატრი და საერთაშორისო დასი მონაწილეობდა. წელს რეგიონულ ფესტივალს საქართველოს 13 ქალაქი მასპინძლობდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ხმაური ფოთის საკრებულოში 30 07 19

ხმაური იყო ფოთის საკრებულოში. სხდომის დასაწყისში ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დავით ხომერიკმა ქვეყანაში და ქალაქში მიმდინარე პროცესებს უსამართლო უწოდა, ხელისუფლება ქალაქის არაეფექტურ მართვაში დაადანაშაულა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. ,,ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი წევრი, დარეჯან ცხვიტარია კი მთელი სხდომის განმავლობაში ფეხზე იდგა და ტრასფარანტით ხელში შს მინისტრის გადადგომას მოითხოვდა. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით კი ოპოზიციის პროტესტი საფუძველსაა მოკლებული და მმართველი გუნდი მას საქმის კეთებით პასუხობს.

იხილე მეტი
Facebook