სიახლე 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ფოთის სამსახურის ადმინისტრაციულ ცენტრს ახლი შენობა აქვს 31 07 19


სურსათის ეროვნული სააგენტოს ფოთის სამსახურის ადმინისტრაციული ცენტრის მშენებლობა დასრულდა. ის საოფისე ინვენტარით და კომპიუტერული ტექნიკითაა აღჭურვილი. კოსტავას ქუჩაზე მდებარე სურსათის ეროვნული სააგენტოს ყოფილი შენობა მრავალი წლის წინ ხანძრის შედეგად დაიწვა და მას შემდეგ მიმდინარე წელს თანამედროვე სტანდარტების ახალი შენობა აშენდა. პროექტი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდა. ამ ეტაპზე, როგორც ზაურ აბურჯანიძემ განაცხადა, შენობის ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელია, რისთვისაც ტენდერი გამოცხადდება. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 200 ათასი ლარი შეადგინა. სურსათის ეროვნული სააგენტო სურსათის უვნებლობის, ვეტერინარულ და ფიტოსანიტარულ კონტროლს ახორციელებს. მათ მოვალეობაში საკვები ობიექტების, აგრარული ბაზრისა და მაღაზიების კონტროლი შედის. ასევე ქალაქის ტერიტორიაზე არსებული შინაური ცხოველების ინფექციური და პროფილაქტიკური აცრების ჩატარება.

კონტროლის მიზანი საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში არსებული კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისობის დადგენაა. სახელმწიფო კონტროლი სხვადასხვა მექანიზმებით ხორციელდება, ესენია: ინსპექტირება, მონიტორინგი; ზედამხედველობა, დოკუმენტური შემოწმება და ნიმუშის აღება.

მსგავსი სტატიები

Facebook