სიახლე 

ფოთში ქართველი და უცხოელი მხატვრების ერთობლივი პლენარი იმართება 02 08 19



ფოთში, კოლხეთის ეროვნული პარკის ეზოში სახვითი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი სახელწოდებით ,,წელიწადის ოთხი დრო“ მიმდინარეობს. მასში ქართველი და უცხოელი მხატვრები მონაწილეობენ. ისინი ადგილზე ქმნიან ნამუშევრებს. ორგანიზატორების განცხადებით , საერთაშორისო პლენერის მიზანი შემოქმედებითი გამოცდილების გაზიარებაა. მათივე თქმით, პროექტში მონაწილე ფოთელი მხატვრები შემოდგომაზე პოლონეთში ან უკრაინაში გაემგზავრებიან. ,,წელს ჩაეყარა საფუძველი საერთაშორისო პლენერს. ჩამოვიდნენ უცხოელო მხატვრები, მათ შორის 4 უკრაინიდან და 2 კი პოლონეთიდან . ისინი ჩვენთან ერთად ადგილზე ქმნიან ნამუშევრებს, თითოეული მხატვრის ნამუშევარი, ორი ფერწერული ტილო გადაეცემა ქალაქს საჩუქრად, რამეთუ ფოთის მერია არის ამ ღონისძიების ორგანზატორი. მინდა მადლობა გადავუხადო მერიას მხარდაჭერისათვის, კულტურის სამსახურს კი გაწეული მუშაობისათვის და ამ პროექტის განხორციელებისათვის,“- განაცხდა გრიგოლ ღვანიამ, პროექტის კურატორმა.

მსგავსი სტატიები

Facebook