სიახლე 

საფეხბურთო ტურნირი “ამბროლაურის თასი 2019” დაიწყო 03 08 19

მიმდინარე წლის 3 აგვისტოს, ქალაქ ამბროლაურში სტარტი აიღო ნორჩ ფეხბურთელთა ტურნირმა ,,ამბროლაურის თასი 2019″. მასში მონაწილეობას 2004–2005, 2006–2007 წლებში დაბადებული 150 მოზარდი იღებს . ტურნირის ორგანიზატორია რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია და ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრი. ტურნირს უძღვება ეროვნული კატეგორიის არბირტრი ბექა ქევანაშვილი. ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრში მივლენილი ,,მშვიდობის კორპუსის” მოხალისეს რაიან კრონინის მოწვევით, აღნიშნულ ღონისძიებაზე დასასწრებად ფოთიდან ჩამოვიდნენ ფოთის სამოქალაქო განვითარების და ინტეგრაციისა ცენტრისა და სამაუწყებლო კომპანია “მეცხრე ტალღის“ წარმომადგენლები და მათთან მივლენილი ამერიკელი მოხალისე ბრან ბარინგერი. ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრი უკვე 3 წელია შეიქმნა, აქ ფუნქციონირებს…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ისტორიული შენობებით „ფონდი ქართუ“ დაინტერესდა 02 08 19

ფოთში, ფონდ ,,ქართუს” გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი და სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო ზემო- სვანეთში ალექსანდრე მოწერელია იმყოფებოდნენ. მათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დაათვალიერეს. მათი განცხადებით, ვიზიტის მიზანი ისტორიული ძეგლების გაცნობაა.

იხილე მეტი
Facebook