სიახლე 

ფოთის პარკი არენაზე დავით სანიკიძის სახელობის თასის გათამაშება რაგბში გაიმართა 26 08 19

მიმდინარე წლის 24-25 აგვისტოს ფოთის ,,პარკი არენა’’-ზე დავით სანიკიძის სახელობის თასის გათამაშება 7-კაცა რაგბში გაიმართა. მასში მონაწილეობა თბილისის ,,ლოკომოტივის’’, თბილისის ,,ჯიქების’’, ქუთაისის ,,აიას’’, ქუთასისის ,,არესის’’, ფოთის ,,კოლხი რაინდები-1-ის’’ და ,,კოლხი რაინდები-2-ის’’ 16 წლამდელთა გუნდებმა მიიღეს. უშეღავათო ბრძოლაში გამარჯვებული ფოთის „კოლხი რაინდები-1“ გახდა, რომელმაც ფინალში „არესს“ სძლია. მესამე ადგილი ასევე ფოთის ,,კოლხი რაინდები-2-მა’’ მოიპოვა. ტურნირი ფოთის მერიის ორგანიზებით და დაფინანსებით გაიმართა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის „კოლხეთი 1913“ საფეხბურთო გუნდ „თელავთან“ დამარცხდა 26 08 19

დღეს ფოთის „პარკი არენაზე“ crystalbet ეროვნული ლიგა 2-ის 23-ე ტურში: „კოლხეთი 1913“ საფეხბურთო კლუბ „თელავს” დაუპირისპირდა. მატჩში ანგარიში ფოთელებმა გასსნეს, გოლი შალიკაშვილმა გაიტანა, თუმცა ამის შემდეგ თამაშის სადავეები ხელში თელაველებმა აიღეს და კოლხეთის კარში 5 გოლის გატანა შესძლეს. მასპინძლებმა თამაშის მიწურულს ერთი გოლის გაქვითვა მოახერხეს და საბოლოოდ 5:2 დამარცხდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დღეებში „კოლხეთი1913“-ში ცვლილებები იგეგმება, რომელიც როგორც მწვრთნელს, ასევე ფეხბურთელებსაც შეეხება.

იხილე მეტი
Facebook