სიახლე 

ასოციაცია „დეამ“ ფოთში საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართა 30 09 19

ფოთში, სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღის“ ოფისში, ასოციაცია ,,დეამ“ პროექტის _ ,,იყავი აქტიური მოქალაქე და იცოდე შენი საარჩევნო უფლება“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი თემა იყო, მოსახლეობის ინფორმირება და ჩართულობა საარჩევნო პროცესში. ასოციაცია „დეას“ წარმომადგენლების განცხადებით, მათი მიზანია ადამიანის უფლებების დაცვა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, დემოკრატიულ ფასეულობათა დამკვიდრება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, ასევე სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობაში წვლილის შეტანა. აღსანიშნავია, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დედათა ორგანიზაცია – ,,დეა“ 1998 წლიდან ფუნქციონირებს და განხორციელებული აქვს 140-ზე მეტი პროექტი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში თევზჭერაში სარეიტინგო ტურნირი გაიმართა 30 09 19

ფოთში ე.წ დამბის ტბაზე საქართველოს სპინინგის თევზჭერის ფედერაციამ სპორტულ თევზჭერაში ტურნირი ჩაატარა, სადაც საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან 20-მდე, როგორც პროფესიონალი, ასევე მოყვარული სპინინგისტი იღებდა მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ ტურნირს მსაჯობდა ფოთის მეთევზეთა კლუბ ,,ფაზისის“ წარმომადგენელი გიგი პარკაია. 1 ადგილი ქუთაისელმა მიხეილ კაპანაძემ მოიპოვა. 2 ადგილი თბილისელ გოგა ტურაშვილს ერგო. 3 ადგილზე კი კვლავ ქუთაისელი თორნიკე ნუცუბიძე გავიდა. ტურნირი ,,დაიჭირე -გაუშვის“ პრინციპით მიმდინარეობდა და მისი მსვლელობისას დაჭერილი 100-ზე მეტი თევზი გაზომვის პროცედურის შემდეგ ბუნებრივ გარემოს დაუბრუნდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მწერების დაკბენის შემთხვევები გახშირდა 27 09 19

ფოთში მოსახლეობა მცირე ზომის მწერების მომრავლებას უჩივის. ადგილობრივების განცხადებით მწერები მათ ქუჩაში გუნდურად ესხმიან თავს. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელს, ზიზი გაგუას ვესაუბრეთ. მისი თქმით, ეს ადგილობრივი ჭიანჭველაა და მისი ნაკბენი ალერგიულ რეაქციას იწვევს, თუმცა სიცოცხლისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს. ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, მწერების საწინაარმდეგო შეწამვლითი სამუშაოები დღეს ჩატარდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ხმაური ფოთის საკრებულოში 25 09 19

ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა საკრებულოს სხდომა ფოთში. ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, დარეჯან ცხვიტარიამ ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა და ქალაქში მიმდინარე პროცესები მათი არაეფექტური მართვის შედეგად დაასახელა. ცხვიტარია საკრებულოს სხდომაზე, პლაკატით ხელში, ფეხზე იდგა და აწ უკვე პრემიერ- მინისტრის გადადგომას მოითხოვდა. საკრებულოს თავმჯდომარე აღნიშნულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციას საქმის კეთებით პასუხობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის „კოლხი რაინდები“ თბილისის „აკადემიას“ დაუპირისპირდა 26 09 19

ფოთის ,,პარკი-არენა“-ზე მორიგი მატჩი გაიმართა , სადაც ფოთის ,,კოლხი რაინდები“ ჭაბუკთა ,,ბ“ ლიგის ,,ოქროს ჯგუფი“-ს მესამე ტურის მატჩში თბილისის აკადემიას დაუპისპირდა. მატჩის დებიუტშივე თბილისელები სწრაფი ლელოთი 5:0, დაწინაურდნენ,,კოლხი რაინდები“-ს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბიჭები არ შედრკნენ და პირველივე ტაიმში რატი ბერაიასა და გელა ხელაძის გარდასახული ლელოებით 14:5 დაწინაურდნენ. მატჩი მეორენახევარმა კიდევ უფრო საინტერესოდ ჩაიარა, თამაში 14:8 ფოთელთა გამარჯვებით დასრულდა. თამაშის შედეგად დაზიანდა თბილისის აკადემიის 2 მორაგბე, რომელთაც ადგილზე გაეწიათ პირველადი დახმარება. 3 ტურის შემდეგ 2 გამარჯვებითა და 1 მარცხით, გათამაშებაში ,,კოლხი-რაინდები“ მე-3 ადგილს იკავებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში რიონის სანაპიროზე მდებარე თევზის სავაჭრო ობიექტის გამყიდვლები თევზის გარე ვაჭრობას აპროტესტებენ 25 09 19

აგარულ ბაზართან, რიონის სანაპიროზე მდებარე თევზის სავაჭრო ობიექტის გამყიდვლები დღეს გარე ვაჭრობას, მათ შორის თევზის ავტომობილებიდან გაყიდვას აპროტესტებდნენ. მათი თქმით, მყიდველი მათ დახლებამდე ვერ მოდის და პროდუქციის რეალიზაციას ვერ ახერხებენ. მოვაჭრეები ადგილობრივ ხელისუფლებას პრობლემის სასწრაფოდ მოგვარებას სთხოვენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარისთვის. სივრცითი მოწყობის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს თენგო შონიას მივმართეთ. მოვაჭრეები პრობლემების მოუგვარებლობის შემთხევაში აქციებით იმუქრებიან.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ღია პირველობა ჭიდაობა ძიუდოში ზურაბ ტუღუშის სახელობის ტურნირი გაიმართა 25 09 19

ქალაქ ფოთში, კალათბურთის დარბაზში ფოთის ღია პირველობა ჭიდაობა ,,ძიუდო’’-ში, ზურაბ ტუღუშის სახელობის თასზე გაიმართა. სადაც აზერბაიჯანის და საქართველოს სხვადასხვა ქალაქების სასპორტო სკოლებისა და კლუბების 2004-2009 წლებში დაბადებულმა 210-მა მოჭიდავემ მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულ პირველობაზე ფოთელმა სპორტსმენებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საოლქო კომისიის წარმომადგენლები ცენტრის უბნის მოსახლეობას შეხვდნენ 25 09 19

ცესკოსა და სწავლების ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტის-,,ვესაუბრებით ამომრჩეველს”, ფარგლებში ფოთის საოლქო კომისიის წარმომადგენლები ცენტრის უბნის მოსახლეობას შეხვდნენ და საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართეს, მათ ცესკოს სერვისების და პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე მოხდა მოსახლეობის გამოკითხვა, რომლის მიზანი საარჩევნო პროცესში მოსახლეობის აქტიური ჩართულობა და მათი ინფორმირებაა. აღნიშნული კამპანია უკვე 2 წელია აქტიურად მიმდინარეობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრში ,,ერთხელ საქართველოში'” პრემიერა გაიმართა 24 09 19

ახალი თეატრალური სეზონი ფოთის თეატრმა მუსიკალური სპექტაკლით დაიწყო. ,,ერთხელ საქართველოში“ ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავების მონაწილეობით შედგა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რამაზ იოსელიანის მოწვევით იგი რეჟისორმა ნიკოლოზ საბაშვილმა დადგა. სპექტაკლი ცნობილი ქართული ზღაპრის „რწყილი და ჭიანჭველას“ მოტივებზე შექმნილი თანამედროვე ვერსია, მუსიკალურ-ქორეოგრაფიული წარმოდგენაა ახლებური აქცენტებითა და განსხვავებული ფორმატით. ,,სპექტაკლი არის ჩვენს ცხოვრებაზე, სტუმართმოყვარეობაზე. ოღონდ ეს არის იუმორით გადმოცემული. სპექტაკლი დადგა ნიკოლოზ საბაშვილმა, რომელიც არის ჩემი მოწაფე. მეამაყებიან, რომ ფოთის არტისტები არიან ყველაზე კარგი არტისტები საქართველოში. მადლობას ვუხდი ჩემს ვარსკვლავ მეგობრებს, რომლებიც მონაწილეობენ ამ სპექტაკლში”- განაცხადა სამხატვრო ხელძღვანელმა, რამაზ იოსელიანმა.

იხილე მეტი
სიახლე 

საპროტესტო აქცია ფოთში 18 09 19

საპროტესტო აქცია ფოთში. ფალიაშვილის ქუჩის მოსახლეობამ გზა გადაკეტა და დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მძიმეწონიან მანქანებს გზაზე გავლის საშუალება არ მისცა. მათი თქმით, ისინი ინტენსიურ რეჟიმში გადაადგილდებიან და ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებების ტრანაპორტირებას ახორციელებენ. აქციის მონაწილეებმა მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ცემენტის ქარხნის მუშაობაც გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ ჰაერში გაფრქვეული მტვერი მათ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მიმდინარეობს აღნიშნულ საკითხზე მუშაობა. მოსახლეობა ხელისუფლებას მათ პრობლემაზე დროულ რეაგირებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული საპროტესტო აქციებით იმუქრება.

იხილე მეტი
Facebook