სიახლე 

ფოთში 7-7-ზე ფეხბურთის საქალაქო ტურნირი გაიმართა 05 09 19

დღეს ფოთის ცენტრალური სტადიონის სათადარიგო მინდორზე 7-7ზე ფეხბურთის ფედერაციის თაოსნობით საქალაქო ტურნირი გაიმართა. რომელშიც 3გუნდი იღებდა მონაწილეობას, ესენია ჭაბონამა, ნაბადის უბნის გუნდი და პარკის უბნის გუნდი არისტოკრატები. ტურნირი საქართველოს მაშტაბით ხორციელდება და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ჯანსახი და სპორტული ცხოვრების დამკვიდრებას, საფეხბურთო ლიგების ჩამოყალიბებას, ასევე ვეტერანი ფეხბურთელების დაბრუნებას და ჩართვას ფეხბურთში. ტურნირის მხარდამჭერია ფეხბურთის ფედერაცია და ფეხბურთის განვითარების ფონდი.

იხილე მეტი
სიახლე 

„კოლხეთი 1913″- მა ადგილობრივ ქომაგებთან შეხვედრა გამართა 05 09 19

ფოთის ცენტრალურ სტადიონზე, “კოლხეთი-1913″ის ხელმძღვანელთა ადგილობრივ ქომაგებთან შეხვედრა გაიმართა. სადაც გუნდის არასახარბიელო მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრა ხმაურის და ურთიერთპრეტენზიის ფონზე მიმდინარეობდა. აღსანიშნავია რომ “კოლხეთი-1913″დან 5ფეხბურთელი განთავისუფლდა და ამასთანავე დაემატა რამდენიმე ახალი ფეხბურთელი. განახლებული შემადგენლობით კი გუნდი ხვალ ამახანაგურ მატჩს ქობულეთთან გამართავს

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, დარბაზ “ვერსალში” დასაქმების ფორუმი ჩატარდა 04 09 19

ფოთში, დარბაზ “ვერსალში”, სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, დასაქმების ფორუმი გაიმართა. მისი მიზანი ადგილობრივ მოსახლეობაში უმუშევრობის დონის შემცირებაა. სამუშაოს მაძიებლებს 500-ზე მეტი აქტიური ვაკანსია რეგიონში მოქმედმა 22-მა კომპანიამ შესთავაზა. სამუშაო ადგილები სამომხმარებლო, საბანკო-საფინანსო, ტურიზმისა და სამშენებლო სფეროებიდან იყო წარმოდგენილი. დასაქმების ფორუმზე სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად უკავშირდებიან ერთმანეთს, რაც ხელს უწყობს შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული დისბალანსის აღმოფხვრას. ღონისძიება სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ და ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ საზეიმოდ გახსნეს. ფორუმი ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ინიციტივითა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა

იხილე მეტი
Facebook