სიახლე 

ფოთში აზიის ბანკის წარმომადგენლებმა მორიგი შეხვედრა გამართეს 06 09 19

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის დარბაზში აზიის ბანკის წარმომადგენლებმა საავტომობილო გზების დეპარტამენთან ერთად მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გამართა, სადაც მეშვიდე კილომეტრზე ახალი ხიდის პროექტი განიხილეს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. პროექტში აღწერილია ფოთი-გრიგოლეთის გზის საწყისი მონაკვეთის მშენებლობა-ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების შედეგები. ხიდის მშენებლობა 1 წელსა და 7 თვეს მოიცავს. ამჯერად სატენდერო დოკუმენტაცია მზადდება. მთავარი ყურადღება დონორის მიერ წითელ წიგნში შესული სახეობების, განსაკუთრებით ატლანტიური ზუთხის, ასევე გადამფრენი ფრინველების დაცვის საკითხზე გამახვილდა, სწორედ ამიტომ შეირჩა ხიდის ის ვარიანტი რომელზეც ნაკლები ბურჯები სჭირდებოდა. ამასთანავე დონორზე მოთხოვნით გათვალისწინებულია ხიდზე ვიდეო კამერების დამონტაჟება რომელთა საშუალებითაც შესაბამის სამსახურებს უკანონო თევზჭერის მონიტორინგის საშუალება ექნებათ. მეშვიდე კილომეტრიდან მალთაყვამდე 4ზოლიანი გზის მონაკვეთის მშენებლობის დაწყების საკითხი უახლოეს პერიოდში გადაწყდება.

მსგავსი სტატიები

Facebook