სიახლე 

ფოთში ცენტრალურ პარკში შერეული ორთაბრძოლების ტურნირი გაიმართა 10 09 19

ფოთში ცენტრალურ პარკში შერეულ ორთაბრძოლებში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. რომელშიც სომხეთის, ინგუშეთის,აზერბაიჯანის და საქართველოს 70-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ფოთელი სპორტსმენებიდან პირველი ადგილი, სხვადასხვა წონით კატეგორიაში, ირაკლი შამათავამ, მიხეილ კუკავამ და ბადრი მოდებაძემ დაიკავეს. გამარჯვებულები ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ დიპლომებითა და სიგელებით დააჯილდოვა. ღონისძიება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის და სპორტის სამსახურის ორგანიზებით

იხილე მეტი
Facebook