სიახლე 

ასოციაცია „დეამ“ ფოთში საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართა 30 09 19

ფოთში, სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღის“ ოფისში, ასოციაცია ,,დეამ“ პროექტის _ ,,იყავი აქტიური მოქალაქე და იცოდე შენი საარჩევნო უფლება“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი თემა იყო, მოსახლეობის ინფორმირება და ჩართულობა საარჩევნო პროცესში. ასოციაცია „დეას“ წარმომადგენლების განცხადებით, მათი მიზანია ადამიანის უფლებების დაცვა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, დემოკრატიულ ფასეულობათა დამკვიდრება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, ასევე სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობაში წვლილის შეტანა. აღსანიშნავია, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დედათა ორგანიზაცია – ,,დეა“ 1998 წლიდან ფუნქციონირებს და განხორციელებული აქვს 140-ზე მეტი პროექტი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში თევზჭერაში სარეიტინგო ტურნირი გაიმართა 30 09 19

ფოთში ე.წ დამბის ტბაზე საქართველოს სპინინგის თევზჭერის ფედერაციამ სპორტულ თევზჭერაში ტურნირი ჩაატარა, სადაც საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან 20-მდე, როგორც პროფესიონალი, ასევე მოყვარული სპინინგისტი იღებდა მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ ტურნირს მსაჯობდა ფოთის მეთევზეთა კლუბ ,,ფაზისის“ წარმომადგენელი გიგი პარკაია. 1 ადგილი ქუთაისელმა მიხეილ კაპანაძემ მოიპოვა. 2 ადგილი თბილისელ გოგა ტურაშვილს ერგო. 3 ადგილზე კი კვლავ ქუთაისელი თორნიკე ნუცუბიძე გავიდა. ტურნირი ,,დაიჭირე -გაუშვის“ პრინციპით მიმდინარეობდა და მისი მსვლელობისას დაჭერილი 100-ზე მეტი თევზი გაზომვის პროცედურის შემდეგ ბუნებრივ გარემოს დაუბრუნდა.

იხილე მეტი
Facebook