სიახლე 

ფოთში ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება 01 10 19

დღეს, ფოთში „პეის ტერმინალსის“ ტერიტორიაზე ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებისა და სიმბოლური კაფსულის ჩადების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. პროექტის ღირებულება 120 მლნ. აშშ დოლარია. მისი პირველი ფაზის ღირებულება 93 მლნ დოლარს შეადგენს, საიდანაც აშშ-ის მთავრობის კერძო საინვესტიციო კორპორაციამ (OPIC) 50 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციით დააფინანსა. როგორც შეხვედრაზე განაცხადეს, ეს არის კორპორაციის მიერ, მთელს კავკასიის რეგიონში საინვესტიციო პროექტებზე განხორციელებული ყველაზე დიდი დაფინანსება. აღსანიშნავია, რომ პროექტი 500 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს. ახალი საპორტო ინფრასტრუქტურა 25 ჰა მიწის ფართობზე განთავსდება, მშენებლობის ფარგლებში აკვატორია 13 მეტრამდე დაღრმავდება და შედეგად შესაძლებელი იქნება 60 ათას ტონამდე წყალწყვის გემების მიღება. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა, ასევე საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები დაესწრნენ.

მსგავსი სტატიები

Facebook