სიახლე 

ფონდის “თანადგომა შეჭირვებულებს“ და პირველი სკოლის ერთობლივი აქცია 01 10 19

1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ფონდის – „თანადგომა შეჭირვებულებს“ ოფისთან პირველი სკოლის მოსწავლეები და მათი მასწავლებლები შეიკრიბნენ. მათ, ფონდის თავმჯდომარე ირმა გვალიასთან ერთად შეჭირვებულ მოხუცთა დასახმარებლი აქცია გამართეს. შეგროვებული პროდუქტები და ტკბილეული მალთაყვაში ახალ რაიონში მცხოვრებ ხანდაზმულ ადამიანებს გადაეცათ. მასწავლებელთა განცხადებით ამ აქციის მიზანი ახალგაზრდების მხრიდან უფროსთა მიმართ პატივისცემის და თანადგომის წახალისებაა. აქციის მონაწილეებმა, შემდგომ ნაბადაში, სააკაძის ქუჩზე მცხოვრები 12 შვილიანი ოჯახი მოინახულეს და სეზონის შესაბამისი ტანსაცმელი, პროდუქტები და ტკბილეული მიუტანეს. მრავალშვილიანი ოჯახის დედა აცხადებს, რომ მოახლოებულ ზამთარს შიშით უყურებს, რადგან სახლი ავარიულ მდგომარეობაშია, ამიტომ შესაბამის სამსახურებს და გულისხმიერ ადამიანებს დახმარებას სთხოვს.

მსგავსი სტატიები

Facebook