სიახლე 

ფონდი “თანადგომა შეჭირვებულებს” საქველმოქმედო აქციას აგრძელებს 02 10 19

ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფონდმა – „თანადგომა შეჭირვებულებს“, საქველმოქმედო აქცია გააგრძელა. ფონდის წარმომადგენლები, მალთაყვაში, ე.წ. „გეოლოგების სასტუმროში“ მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ასაკოვან ადამიანებს ესტუმრნენ და თავიანთი სახსრებით შეძენილი საკვები პროდუქტები გადასცეს.

ფონდის ხელმძღვანელი თითოეულ მათგანს პირადად შეხვდა, საჩუქრები გადასცა და მათი პრობლემები მოისმინა. ირმა გვალია აცხადებს, რომ მათ ხშირად სტუმრობს,რათა მცირედით გააუმჯობესოს ამ ადამიანების სოციალური მდგომარეობა.

„გეოლოგების სასტუმროში“ მცხოვრები მოსახლეობა აცხადებს, რომ მათი პირობები გაუსაძლისია. მათივე თქმით, საცხოვრებელი სახლის ჭერი ავარიულ მდგომარეობაშია და წვიმიან ამინდში, ოთახებშიც ისევე წვიმს როგორც გარეთ. ისინი შესაბამის სამსახურებს დახმარებას სთხოვენ.

ფონდის ხელმძღვანელმა, ირმა გვალიამ განაცხადა, რომ აქცია პერმანენტული ხასიათის იქნება. აქციის მიზანი კი ახალგაზრდების მხრიდან ხანდაზმულ ადამიანებზე ზრუნვა და თანადგომაა.

მსგავსი სტატიები

Facebook