სიახლე 

კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ახალი საქართველოს უნივერსიტეტში 04 10 19

დღეს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებელთა და მკვლევართა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი – „გერმანული იდეალიზმის ფილოსოფია“ გაიმართა. კურსს გერმანული იდეალიზმის თვალსაჩინო იტალიელი მკვლევარი, ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორი ჯაკომო რინალდი უძღვებოდა. ლექცია ჰეგელის ნაშრომს, მეცნიერებისა და ლოგიკის შესახებ დაეთმო. ბათუმის, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, პროფესორები ‐ ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებით იყვნენ მოწვეულნი. პროფესორ-მასწავლებელთა და მკვლევართა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი ორი დღის მანძილზე გაგრძელდება.

მსგავსი სტატიები

Facebook