სიახლე 

ფოთის საფეხბურთო სკოლის ტერიტორიაზე ტექნიკური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს 07 10 19

ფოთის საფეხბურთო სკოლის ტერიტორიაზე ტექნიკური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას დაფინანსებით პროექტის ფარგლებში ადგილზე მოეწყობა ორი ხელოვნურსაფარიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოედანი განათებით, ასევე 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა. დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, ფოთში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა, ფოთის მაჟორიტარ დეპუტატთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია “სფრინგ ქონსთრაქშენი” ახორციელებს. მშენებლობა ივლისში დაიწყო და 2020 წლის გაზაფხულზე დასრულდება. პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარს შეადგენს.

მსგავსი სტატიები

Facebook