სიახლე 

ფოთის ცენტრალურ სტადიონზე პირველი მატჩი გაიმართა 07 10 19

7 წლიანი პაუზის შემდეგ, ფოთის ცენტრალურ სტადიონზე პირველი მატჩი გაიმართა. ფოთის „კოლხეთი 1913“ ზუგდიდის „ზუგდიდს“ მასპინძლობდა, რომელსაც გულშემატკივრებთან ერთად საქართველოს ფეხბურთის ფედარაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი ესწრებოდა. მატჩი ზუგდიდელთა უპირატესობით დაიწყო და სტუმრებმა პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს თამაშის ბედი, მათ 4 უპასუხო გოლი გაიტანეს კოლხეთის კარში. მეორე ტაიმიც მსგავსი სცენარით გაიმართა და სტუმრებმა კიდევ ორი გოლის გატანა მოახერხეს. ფოთელებმა მატჩის მიწურულს ერთი ბურთის გაქვითვა შესძლეს და საბოლოოდ 6:1 დამარცხდნენ.

საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულდა. აშენდა 1700 მაყურებელზე გათვლილი დასავლეთ ტრიბუნა, რომელიც ლითონის კონსტრუქციით გადაიხურა. მოეწყო შიდა და გარე კომუნიკაციები, გასახდელები, სველი წერტილები, საკონფერენციო დარბაზი, ექიმისა და დოპინგ-კონტროლის ოთახები. ტრიბუნის მიმდებარედ, 1500 კვ.მ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი დაიგო. ამ ეტაპზე სტადიონი უეფას მე-2 კატეგორიის სტანდარტებით აშენდა. ფოთის სტადიონის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო. იმისთვის, რომ სტადიონმა სრულყოფილი სახე მიიღოს, უნდა აშენდეს კიდევ სამი ტრიბუნა. მოხდეს სტადიონის ეზოსა და პარკინგების კეთილმოწყობა, რაზეც 5 მილიონ 413 ათასი ლარი უნდა დაიხარჯოს. მერიის ინფორმაციით, აღნიშნული თანხა მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოიყოფა.

მსგავსი სტატიები

Facebook