სიახლე 

ფოთში მასწავლებლის დღე აღინიშნა 07 10 19

ფოთში, მასწავლებელთა დღე აღინიშნა. მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა კურდღელიამ 16 პედაგოგს წლის საუკეთესო მასწავლებლის დიპლომი და ფულადი ჯილდო გადასცა. ხოლო დამსწრე საზოგადოებას მთავრობის გადაწყვეტილება გააცნო, რომლის თანახმად 2020 წლიდან სხვადასხვა კატეგორიის პედაგოგებს ხელფასი გაეზრდებათ.

ფოთის პედაგოგიურ საზოგადოებას 209 უფროსი მასწავლებელი ყავს. მიმდინარე სასწავლო წელს 7 მათგანს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, ერთს კი მენტორის სტატუსი მიენიჭა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საპატიო დიპლომი და სამკერდე ნიშანი მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგს ტარიელ გაგულიას გადაეცა, რომელიც 48 პედაგოგთან ერთად, საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლის პროგრამის მონაწილე გახდა.

საჯარო სკოლის 4 პედაგოგს: ნაილი გეგეჭკორს, მარინა მიმინოშვილს, ნინო კაკულიას და თეონა ცხვიტავას APM ტერმინალის სიგელი და ფულადი ჯილდო გადაეცათ.

მსგავსი სტატიები

Facebook