სიახლე 

თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორუმი ჩატარდა 09 10 2019

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის რიგით მეათე საერთო კრება გაიმართა. კრებაზე განიხილეს 2018 წლის, ასევე 2019-2020 წლების ევროინტეგრაციის პროცესის თანმდევი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. ასევე წარადგინეს ეროვნული პლატფორმის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები. საერთო კრებაზე მოწვეული იყო ევროინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი და ევროდელეგაციის წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში მომხსენებლები სიტყვით გამოვიდნენ და დისკუსიაც გაიმართა. კრების ბოლოს სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის არჩევნები ჩატარდა.

მსგავსი სტატიები

Facebook