სიახლე 

ჯაკობო რინალდს საპატიო მკვლევრის წოდება მიენიჭა 10 10 19

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც პროფესორ ჯაკომო რინალდის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საპატიო მკვლევრის წოდება მიენიჭა.

ღონისძიების ფარგლებში პროფესორმა რინალდმა მოხსენება წაიკითხა თემაზე: „XX საუკუნის იტალიური ფილოსოფიის მიმოხილვა და კრიტიკული შეფასება“.

ასოცირებულმა პროფესორმა, გიორგი ხუროშვილმა დამსწრე საზოგადოებას ჯაკომო რინალდის ბიოგრაფია გააცნო, როგორც მან აღნიშნა, ჯაკომო რინალდი ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორია თეორიული ფილოსოფიის მიმართულებით. იგი არის 20-მდე მონოგრაფიის და 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი. შეხვედრაზე ასევე სიტყვით გამვიდნენ ქართველი და უცხოელი პროფესორები და პროფესორ რინალდის სამეცნიერო მოღვაწეობაზე ისაუბრეს. პროფ. რინალდი რამდენიმე სამეცნიერო და ფილოსოფიური საზოგადოების საპატიო წევრად არის არჩეული. მისი ნაშრომები გამოქყვეყნებულია იტალიურ, გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ და ქართულ ენებზე.

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში აღნიშნეს, რომ ფილოსოფიისა და თეოლოგიის კვლევითი არქივის საქმიანობა საქართველოს ფარგლებს დიდი ხანია გასცდა.

მსგავსი სტატიები

Facebook