სიახლე 

მიუსაფარი ძაღლების პრობლემა ფოთში 11 10 19

ბოლო პერიოდში სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღაში მაწანწალა ძაღლების საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობის ზარებმა იმატა. მოსახლეობის უმეტესობა ამბობს, რომ ჩვენს ქალქში მომრავლდა ავადმყოფი და ლეკვებიანი მაწანწალა ძაღლები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ადამიანებს. მათი განცხადებით დაფიქსირდა ძაღლის დაკბენის შემთხვევებიც. ჩვენი ჯგუფი აღნიშნული საკითხით დაინტერესდდა და ფოთის ქუჩებში გამოკითხვა ჩაატარა. ინფრასტრუქტურის სამსახურში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ მათთვის გასაგებია მოსახლეობის გულისტკივილი, თუმცა არსებული დაფინანსებით შესაძლებლობის მაქსიმუმი კეთდება. გახდება თუ არა შესაძლებელი ფოთში ცხოველთა თავშესაფრის მოწყობა , ამ საკითხზე ჯერჯერობით პასუხი არ არსებობს.

მსგავსი სტატიები

Facebook