სიახლე 

ფოთის საკრებულოსა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს შორის მემორანდუმი გაფორმდა 16 10 19

დღეს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია „ფოთის საკრებულოს“ და „აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს“ შორის თანამშრომლობის გაღრმავება; გამოცდილების გაზიარებით, ერთმანეთის რესურსების გაცვლითა და ხელშეწყობით საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ აკაკი დარჯანიამ და საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. ცერემონიალი საკრებულოს ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართა.

მსგავსი სტატიები

Facebook