სიახლე 

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში თენგიზ ირემაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა 17 10 19

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში პროფესორ თენგიზ ირემაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. „შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად“.

წიგნი წარმოადგენს შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფიის სისტემური გააზრების ახალ მცდელობას. მასში, კრიტიკულად არის შეფასებული, დღემდე ფართოდ გავრცელებული, ქართული ფილოსოფიური ისტორიოგრაფიის მთავარი პრინციპები, შემოთავაზებულია შუა საუკუნეების ქართული აზროვნების გაგების ახალი გზები და მოდელები.

თენგიზ ირემაძე არის ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორი.

მან სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ბოხუმის რურის უნივერსიტეტში (გერმანია, 2003 წ.). არის „სტენფორდის ფილოსოფიური ენციკლოპედიის“ ერთ-ერთი ავტორი, მრავალი ფილოსოფიურ-ლიტერატურული საზოგადოებისა და ცნობილი ფილოსოფიური წელიწდეულების სამეცნიერო-საგამომცემლო საბჭოს წევრი :თენგიზ ირემაძეს დაფუძნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო სერია საქართველოსა და გერმანიაში, არის 160-ზე მეტი ნაშრომის ავტორი, თანაავტორი და რედაქტორი, რომლებიც გამოცემულია მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე.

მსგავსი სტატიები

Facebook