სიახლე 

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა 18 10 19

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. უნივერსიტეტში სტუმრად იყო ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორი ჯაკომო რინალდი, რომელიც ჰეგელის სკოლას ხემძღვანელობდა. შემაჯამებელი ღონისძიება სწორედ იმ ფილოსოფიურ საკითხებს მოიცავდა, რომელსაც პროფესორი რინალდი ეხებოდა. ჯაკომო რინალდი არის ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორი თეორიული ფილოსოფიის მიმართულებით. იგი არის 20-მდე მონოგრაფიის და 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი. ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობის აღსანიშნად პროფ. რინალდი არჩეულია რამდენიმე სამეცნიერო და ფილოსოფიური საზოგადოების საპატიო წევრად. მისი ნაშრომები გამოქყვეყნებულია იტალიურ, გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ და ქართულ ენებზე.

შეხვედრის ფარგლებში ჰეგელის სკოლაში მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადაეცათ როგორც ახალი საქართველოს უნივერისტეტის სტუდენტებს ასევე სტუდენტებს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. ღონისძიებას პროფესორ მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმოადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი სტატიები

Facebook