სიახლე 

ფოთში საჭადრაკო ფესტივალი “შემოდგომა 2019” დასრულდა

საჭადრაკო კლუბ ,,ნანას“ სატურნირო  დარბაზში  დასრულდა  საჭადრაკო  ფესტივალი ,, ,,შემოდგომა-2019“ რომლის მიზანი პერსპექტიულ  მოჭადრაკეთა გამოვლენა და  ჭადრაკის პოპულარიზაციაა. ტურნირი 7ტურად  შვეიცარული  სისტემით  ჩატარდა.

8წლის გოგონათა  შორის   სალომე ლემონჯავამ და მარიკა ბართაიამ 6-6ქულა  დააგროვეს  თუმცა  ურთიერთშეხვეედრის  გათვალისწინებით  1 ადგილი სალომე ლემონჯავას ერგო. 3საპრიზო  ადგილზე  ნუნუკა ალანია გავიდა.

8წლის  ჭაბუკთა  შორის   ქულათა მაქსიმუმით  პირველობა  გიორგი  ფხაკაძემ  მოიპოვა. მეორე ნიკოლოზ ფაცია იყო  ხოლო მესამე  ადგილი კი   ზუგდიდელმა მამუკა ბოკუჩავამ დაიკავა.

  გოგონათა  ღია  ტურნირში  7დან 7ქულით  საუკეთესო  ანა სანიკიძე გახდა.  ვერცხლის   მედალი ლიზი  სარიშვილმა მოიპოვა. ბრინჯაო კი  ბარბარე კულუამ.  რაც შეეხება ჭაბუკთა   ღია  ტურნირს  აქაც ორმა   მოჭდრაკემ  თანაბარი  ქულა დააგროვა  დამატებითი  მაჩვენებლით  პირველობა  ალექსანდრე გარუჩავას ერგო  ხოლო  ლუკა წურწუმია  მეორე  ადგილს  დასჯერდა. მესამე  ადგილი  გიორგი  კვარაცხელიამ დაიკავა.

 გამარჯვებული  მოჭადრაკეები  სიგელებით    მედლებით   და თასებით  დაჯილდოვდნენ.

მსგავსი სტატიები

Facebook