სიახლე 

საბიბლიოთეკო დარბაზში წიგნის – “ჩვენ შევაჩერებთ დროს” პრეზენტაცია გაიმართა 21 11 19

ფოთში პროექტის ,,ჩვენ შევაჩერეთ დროს“ფარგლებში ესეების და ნახატების კონკურსი გაიმართა. რომელშიც საჯარო სკოლის 22მოსწავლე იღებდა მონაწილეობას. პროექტის ფარგლებში საბიბლიოთეკო დარბაზში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ორგანიზატორთა განცხადებით ,,ჩვენი ქალაქი ბევრი ახალგაზრდისთვის ტრამპლინი იყო წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. დრო იცვლება, თაობები იცვლებიან თუმცა ნიჭიერი ახალგაზრდები ყოველთვის იყვნენ ,არიან და მუდამ იქნებიან.“ სწორედ ეს დაედო საფუძვლად პროექტის იდეას გამოვლენილიყო ნიჭიერი, შემოქმედი მოსწავლეები, რომ მათ ერთმანეთისთვის და საზოგადოებისთვის გაეცნოთ საკუთარი აზრები. ორგანიზატორებმა მადლიერება გამოთქვეს მხარდამჭერების მიმართ რომლთა კეთილი ნების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამ იდეის განხორციელება.

იხილე მეტი
სიახლე 

„SIDA“- პროექტის შეჯამება ფოთში 21 11 19

საკრებულოს ნიკო ნიკოლაძის სხდომათა დარბაზში SIDA-ს მიერ დაფინასებული პროექტის შემაჯამებელ შეხვედრა გაიმართა . შეხვედრაზე პროექტის ხელმძღვანელმა საერთაშორისო კოორდინატორმა სტეფან ედელსვარდმა ვრცლად ისაუბრა ორწლიანი პროექტის მიმდინარეობასა და დასკვნითი ეტაპის შესახებ. განხილულ იქნა პროექტით გათვალისწინებული თითოეული დეტალი და გაკეთდა მიღწეული შედეგების ანალიზი. შვედეთის ქალაქ ოსტამარის წარმომადგენლებმა SIDA -ს დახმარებით ფოთში ხანდაზმულთა დღის ცენტრის დაარსება და სოციალური მუშაკების დატრენინგება განახორციელეს. შეხვედრა ხმაურის გარეშე არ დასრულებულა, ასოციაცია ,,თავისუფალი თაობის-ს გამგეობის თავმჯდომარემ შორენა მირცხულავამ ფოთის მერს ,,მულტიფუნქციური სოციალური სახლის“ პროექტის მიმართ მეტი ყურადღების გამოჩენა მოსთხოვა. დასასრულს იმ პროექტებზეც ისაუბრეს, რომელიც შესაძლოა მომავალში დაიგეგმოს.

იხილე მეტი
სიახლე 

სტუდია ვაშინგტონი 20 11 2019

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა, საქართველოში საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევა გამოქვეყნა. მთავარი საკითხი რაც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს, კვლავ ეკონომიკური მდგომარეობა და სამუშაო ადგილებია. კვლევამ ასევე აჩვენა მოსახლეობის მხარდაჭერა პროპორციული საარჩევნო სისტემისადმი. მოსახლეობის 68 პროცენტს პროპორციულის მოთხოვნის შესახებ სმენია და მათგან 78 პროცენტი მას ემხრობა.  „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია, კვლევის მთავარ მიგნებებზე ინსტიტუტის ევრაზიის პროგრამების ხელმძღვანელს, სტივენ ნიქს ესაუბრა.  ვაშინგტონში მიმდინარე იმპიჩმენტის მოსმენების კვალდაკვალ, რომელიც შეისწავლის ეცადა თუ არა პრეზიდენტი ტრამპი თანამდებობის ბოროტად გამოყენებას და უკრაინას დახმარების სანაცვლოდ, მისი პოლიტიკური ოპონენტის, ჯო ბაიდენის წინააღმდეგ კომპრომატის მოპოვება სთხოვა, აღმოსავლეთ უკრაინაში პრო-რუს სეპარატისტებთან ბრძოლა გრძელდება.…

იხილე მეტი
სიახლე 

გადაცემა “მე აქტიური მოქალაქე” (ფოთი) 19 11 19

სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღის პირდაპირ ეთერში გავიდა გადაცემა „მე აქტიური მოქალაქე“. გადაცემაში ქვეყნის მართვის პროცესში მოქალაქეების ჩართულობაზე გაიმართა დისკუსია, რომელსაც ასოციცია „დეა“ ახორციელებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საკრებულოს 25-ე რიგგარეშე სხდომა გაიმართა 21 11 2019

დღეს ფოთის საკრებულოს 25რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სადაც დეპუტატებმა ერთი საკითხი განიხილეს. კერძოდ ყოფილი ჰიდროტექნიკუმის შენობის და მიმდებრე მიწის ნაკვეთის ბათუმის სახელმწოფო საზღვაო აკადემიისათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ, გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული. სხდომის დასასრულს საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა განცხადებები გაკეთეს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ყოფილი ჰიდროტექნიკუმის შენობა წლებია სავალალო მდგომარეობაშია და მოსახლეობისათვის საფრთხესაც წარმოადგენს.

იხილე მეტი

შავი ზღვის დაბინძურების საფრთხეები

წელს, ფოთში შავი ზღვის აუზში უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემების მიერ ნავთობპროდუქტებით და სამეურნეო-ფეკალური წყლებით დაბინძურების ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, ზღვის სანაპიროზე მყარი ნარჩენების დიდი ოდენობაც გვხვდება. ყოველდღური მოხმარების საქონელი კი, ზღვაში მოხვედრისას ყველა ზღვის ბინადარისათვის საშიშროებას წარმოადგენს. დაკლიკეთ სურათზე და ნახეთ სრული სტატია. ⤵️

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საკალათბურთო ტურნირი გაიმართა 20 11 19

ფოთის საკალათბურთო დარბაზში, სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში ტურნირი გაიმართა. საჯარო სკოლების გუნდები ერთმანეთს მინი კალათბურთში 3X3-ზე დაუპირისპირდნენ. ვაჟებში პირველობა არავის დაუთმო მე-3 სკოლის გუნდმა, მეორე და მესამე ადგილებზე კი მე-15 სკოლის პირველი და მეორე გუნდები გავიდნენ, გოგონათა შორისაც პირველობა მე-3 სკოლელებმა მოიპოვეს, მეორე ადგილის მფლობელი მე-5 სკოლის გუნდი გახდა, მესამე საპრიზო ადგილზე კი მე-6 სკოლის გუნდი გავიდა. პირველ ადგილზე გასული გუნდები 2020 წლის აპრილში რეგიონალურ ტურნირში იასპარეზებენ

იხილე მეტი
სიახლე 

შემოდგომის ზეიმი ფოთის მე-4 სკოლაში 20 11 19

ქალაქ ფოთის მეოთხე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება სახელწოდებით ,,ჟამი ფოთოლცვენისა“ ჩაატარეს. მათ სხვადასხვა მუსიკალურ- ქორეოგრაფიული ნომრები წარმოადგინეს. მასში როგორც ქართული, ასევე რუსული სექტორის დაწყებითი კლასები იღებდნენ მონაწილეობას. ღონისძიების დასასრულს, მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორმა გივი ხომერიკმა ამავე კლასის დამრიგებლები ღონისძიებაში შეტანილი წვლილისთვის სიგელებით დააჯილდოვა.

იხილე მეტი
სიახლე 

“მის და მისტერ ფოთი 2019” 20 11 19

ფოთში საქართველოს ეროვნული ფილარმონიის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული წარმომადგენლობისა და სტუდია “თეთრი თოლიას ” ორგანიზებით სილამაზის კონკურსი “მის და მისტერ ფოთი-2019” გაიმართა . მასში 30 კონკურსანტი იღებდა მონაწილეობას . უფროს ასაკში “მის ფოთი 2019” 15- წლის ვერონიკა კარანაძე გახდა. “მისტერ ფოთი 2019” კი 12 წლის ოთო გუნცაძე. ასევე გამოვლინდნენ უმცროსი ასაკის გოგონებსა და ბიჭებს შორის გამარჯვებულებიც . წარმატებას გიგა შავაძემ და მაშო გუდავაძემ მიაღწიეს. გამარჯვებულებს ორგანიზატორების მიერ დაწესებული პრიზი – ბულგარეთის საგზურების წილობრივი დაფინანსება გადაეცათ.

იხილე მეტი
Facebook