სიახლე 

„ახალგაზრდების იდეა ფოთს“ ხმის მიცემა გრძელდება 01 11 19

პროექტი „ახალგაზრდების იდეა ფოთს“ არის ფოთის მერიის ინიციატივა და მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პროექტის ფარგლებში 16-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ ინიციატივები ონლაინ პლატფორმის საშუალებით წარადგინონ . პროექტების წარდგენა უკვე დასრულებულია და ამჟამად ონლაინ ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს. დღეს წარმოგიდგენთ ფოთელი ახალგაზრდების ორ ინიციატივას, ერთი მეორე სკოლის სტადიონის რეაბილიტაციას გულისხმობს, რომელიც ამჟამად სავალალო მდგომარეობაშია და ბავშვებისთვის ხიფათსაც კი წარმოადგენს. მეორე პროექტი კი ქალაქში საინფორმაციო სტენდების განთავსებას ეხება, რაც ავტორთა განცხადებით ქალაქს ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველს გახდის. ხმის მიცემა შეუძლიათ ქალაქ ფოთში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს 16 წლის…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი პოლიტიკოსები საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებს აფასებენ 1 11 19

ფოთელი პოლიტიკოსები საქართველოს საპატრიარქოს გარშემო შექმნილ ვითარებას აფასებენ. ოპოზიცია პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს, ქართული ოცნების ფოთის ორგანიზაციაში კი კომენტარისგან თავი შეიკავეს. შეგახსენებთ, რომ სინოდი კრებაზე ჭყონდიდის ეპისკოპოსი მეუფე პეტრე მღვდელთმთავრობიდან გადააყენეს, რასაც მისი მწვავე განცხადებები მოჰყვა.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 01 11 19

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით 2 ნოემბერს მოსალოდნელია წვიმა. ჰაერის თემპერატურა ღამით +6 გრადუსი იქნება , ხოლო დღისით 14 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. 3 ნოემბერს კი ჰაერის ტემპერატურა დღისით: +16 °; ხოლო ღამით: +9°

იხილე მეტი
Facebook