სიახლე 

„ახალგაზრდების იდეა ფოთს“ ხმის მიცემა გრძელდება 01 11 19

პროექტი „ახალგაზრდების იდეა ფოთს“ არის ფოთის მერიის ინიციატივა და მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პროექტის ფარგლებში 16-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ ინიციატივები ონლაინ პლატფორმის საშუალებით წარადგინონ .

პროექტების წარდგენა უკვე დასრულებულია და ამჟამად ონლაინ ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს. დღეს წარმოგიდგენთ ფოთელი ახალგაზრდების ორ ინიციატივას, ერთი მეორე სკოლის სტადიონის რეაბილიტაციას გულისხმობს, რომელიც ამჟამად სავალალო მდგომარეობაშია და ბავშვებისთვის ხიფათსაც კი წარმოადგენს. მეორე პროექტი კი ქალაქში საინფორმაციო სტენდების განთავსებას ეხება, რაც ავტორთა განცხადებით ქალაქს ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველს გახდის.

ხმის მიცემა შეუძლიათ ქალაქ ფოთში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს 16 წლის ასაკიდან. გამარჯვებულ პროექტებს ხალხი გამოავლენს და ფოთის მუნიციპალიტეტის მერია განახორციელებს.

მსგავსი სტატიები

Facebook