სიახლე 

ფოთელი ლეიბორისტი მამუკა ხორავა განცხადებას ავრცელებს 05 11 2019

ფოთის საკრებულოს წევრი ლეიბორისტული პარტიიდან მამუკა ხორავა განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით სანამ არ მოხდება საკრებულოს სხდომების პირდაპირ ეთერში ტრანსლირება, მანამ ტელევიზიის საშუალებით, განცხადებების გავრცელებით ეცდება პარტიის ინიციატივების შესახებ აცნობოს ფოთის მოსახლეობას

იხილე მეტი
სიახლე 

„ახალგაზრდების იდეა ფოთს“ ხმის მიცემა გრძელდება 05 11 19б

პროექტის „ახალგაზრდების იდეა ფოთს ფარგლებში ვაგრძელებთ მონაწილეების და იდეების გაცნობას. დღეს წარმოგიდგენთ ნიკა მეგრელიშვილის იდეას წყლის სოკოების შესახებ რომელიც მოიცავს ხალხმრავალ ადგილებში, სხვადასხვა ლოკაციაზე წყლის სოკოების განლაგებას, რომელიც განკუთვნილია ყველა ასაკის ადამიანებისთვის და შინაური ცხოველებისთვის. შეგახსენებთ რომ პროექტების წარდგენა უკვე დასრულებულია და ამჟამად ონლაინ ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს. ხმის მიცემა შეუძლიათ ქალაქ ფოთში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს 16 წლის ასაკიდან. გამარჯვებულ პროექტებს ხალხი გამოავლენს და ფოთის მუნიციპალიტეტის მერია განახორციელებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საჭადრაკო კლუბ „ნანა“-ს მორიგი წარმატება 05 11 19

დასავლეთ ზონის საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის მე-7 ტურში, ფოთის საჭადრაკო კლუბმა “ნანა”-მ ორივე მატჩი მშრალი ანგარიშით 8 : 0 მოუგო ამბროლაურის საჭადრაკო კლუბს და კიდევ უფრო განიმტკიცა მდგომარეობა ლიდერთა შორის. ფოთის საჭადრაკო კლუბმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა : გოჩა ჩაჩუა, გიორგი გამზარდია, ელენე წოწონავა, აკაკი ყალიჩავა, თეიმურაზ კვიკვინია, კახაბერ კიზირია, ანა სანიკიძე, გიორგი კვარაცხელია, ლუკა წურწუმია, ალექსანდრე გარუჩავა და გაგა გვასალია.

იხილე მეტი
Facebook