სიახლე 

ფოთში ამერიკელმა კონგრესმენებმა ,,პეის ტერმინალსის” ტერიტორია დაათვალიერეს 06 11 19

ამერიკელმა კონგრესმენებმა დღეს ფოთის პორტში ,,პეის ტერმინალსის“ ტერიტორია დაათვალიერეს, ადგილი, სადაც ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ამერიკული ინვესტიციით ხორციელდება. ამერიკელმა კონგრესმენებმა, ადამ კინზინგერმა და ალექსანდერ მუნიმ ფოთის პორტის პოტენციალის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და აქცენტი ამერიკული ინვესტიციის მნიშვნელობაზე გააკეთეს. ისინი საქართველოში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში იმყოფებიან.

მსგავსი სტატიები

Facebook