სიახლე 

ფოთში 2 ლოკაციაზე ჭკვიანი კამერები ამოქმედდა 08 11 19

შინაგან საქმეთა სამინისტრო რეგიონებში „ჭკვიანი“ კამერების განთავსებას განაგრძობს. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვისა და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის მიზნით, სიჩქარის მზომი სექციური „ჭკვიანი“ კამერები ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ორი ლოკაციაზე დაემატა:
► სამეგრელოსა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთიდან – ჯავახიშვილის ქუჩა ფოთის პორტის შესასვლელამდე. (ნებადართული სიჩქარე 30 კმ/სთ).
► ჯავახიშვილის ქუჩა ფოთის პორტის შესასვლელიდან – სამეგრელოსა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთამდე. (ნებადართული სიჩქარე 30 კმ/სთ).

აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 2 სექცია ამოქმედდა. კამერების დამონტაჟებამდე სპეციალისტების მიერ შესწავლილი იქნა აღნიშნული ლოკაციები, სადაც ძირითადად გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობის გამო ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირად ხდებოდა. სულ საქართველოს მასშტაბით უკვე 795 კმ სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით. შინაგან საქმეთა სამინისტროს სოციალური კამპანიის „მეტი სიცოცხლისთვის“ და საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში 2019 წლის ბოლომდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედებული იქნება 5 000-მდე ვიდეოკამერა.

მსგავსი სტატიები

Facebook