სიახლე 

ფოთში საჭადრაკო ტურნირი ჩატარდა 11 11 19

ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლაში დასრულდა ტურნირი „ფოთი 2019“, სადაც ფოთის რეიტინგიანი მოჭადრაკეები იღებდნენ მონაწილეობას. აღნიშნული ტურნირი მიზნად ისახავდა საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის მომდევნო ტურებში, ბათუმში და ბაღდათში კლუბ „ნანას“ გასვლითი მატჩებისადმი მომზადებას. აღსანიშნავია, რომ 20 წლამდე ქალთა მსოფლიო ჩემპიონატში წარმატების შემდეგ, ელენე წოწონავა არნაკლები შემართებით ჩაება ფოთში მიმდინარე ტურნირში და ძლიერ მეტოქეებთან პაექრობაში გამარჯვებაც მოიპოვა. ამით ელენე ფოთის საჭადრაკო სკოლის მეორე მოსწავლე გახდა, რომელმაც შეძლო ფიდეს ოსტატის წოდების მოპოვება. შეგახსენებთ, რომ ევროპის ქალთა გუნდურ ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგით (ქულათა 65%), ფოთის საჭადრაკო კლუბი “ნანა”-ს მოსწავლემ, დიანა ლომაიამ ქალთა ფიდეს ოსტატის წოდება მოიპოვა. ფოთელები საკლუბო ჩემოპიონატის გასვლით მატჩებს ბათუმში 14 , ხოლო ბაღდათში 16 ნოემბერს გამართვენ.

მსგავსი სტატიები

Facebook