სიახლე 

ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ფოთში 15 11 19

თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლაში ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა აქტივობები გაიმართა, რომლებშიც ამავე სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები იღებდნენ მონაწილეობას. მათ სკოლის შენობიდან რუსთაველის რკალამდე სპეციალური პლაკატებით მსვლელობა მოაწყვეს. მოეწყო აქცია პერფორმანსი, რომელიც ემსახურება ტოლერანტული კულტურის ამაღლებას მოსწავლეებში და ტოლერანტული გრძნობის წახალისებას. ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 16 ნოემბერს აღინიშნება.

მსგავსი სტატიები

Facebook