სიახლე 

„SIDA“- პროექტის შეჯამება ფოთში 21 11 19

საკრებულოს ნიკო ნიკოლაძის სხდომათა დარბაზში SIDA-ს მიერ დაფინასებული პროექტის შემაჯამებელ შეხვედრა გაიმართა . შეხვედრაზე პროექტის ხელმძღვანელმა საერთაშორისო კოორდინატორმა სტეფან ედელსვარდმა ვრცლად ისაუბრა ორწლიანი პროექტის მიმდინარეობასა და დასკვნითი ეტაპის შესახებ. განხილულ იქნა პროექტით გათვალისწინებული თითოეული დეტალი და გაკეთდა მიღწეული შედეგების ანალიზი. შვედეთის ქალაქ ოსტამარის წარმომადგენლებმა SIDA -ს დახმარებით ფოთში ხანდაზმულთა დღის ცენტრის დაარსება და სოციალური მუშაკების დატრენინგება განახორციელეს. შეხვედრა ხმაურის გარეშე არ დასრულებულა, ასოციაცია ,,თავისუფალი თაობის-ს გამგეობის თავმჯდომარემ შორენა მირცხულავამ ფოთის მერს ,,მულტიფუნქციური სოციალური სახლის“ პროექტის მიმართ მეტი ყურადღების გამოჩენა მოსთხოვა. დასასრულს იმ პროექტებზეც ისაუბრეს, რომელიც შესაძლოა მომავალში დაიგეგმოს.

მსგავსი სტატიები

Facebook