სიახლე 

თბილისში აქციაზე ფოთელებიც გაემგზავრნენ 25 11 19

დღეს თბილისში დაგეგმილ აქციას რეგიონებიდანაც უერთდებიან. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები დღეს ფოთში შეიკრიბნენ. 50-მდე პირი დედაქალაქში დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის “ერთად ერთის წინააღმდეგ” მისაღებად გაემგზავრა. ისინი იმ კანონპროექტის ჩავარდნას აპროტესტებენ, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა, როგორც თვითონ ამბობენ, უერთდებიან გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს. დღესვე ფოთელები თბილისში ჩავიდნენ და აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ. განვითარებულ მოვლენებზე სასაუბროდ სატელეფონო ხაზზეა ფოთის საკრებულოს წევრი ,,ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით ხომერიკი. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის პიკეტირებას გეგმავენ.

მსგავსი სტატიები

Facebook