სიახლე 

ფოთში ქალთა კლუბის მორიგი შეკრება გაიმართა 25 11 19

დღეს ფოთში გალერია 34-ში პროექტის ,,ძალადობის ჯაჭვის“ ფარგლებში ქალთა კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის ფარგლებში დღის წესრიგით გათვალისწინებული 2 საკითხი განიხილეს. 1 საკითხი 16 დღიან კამპანიას ეხება, რომელიც მიმართულია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. ფონდი სოხუმის მცირე პროექტის ფარგლებში გაიმართა 3 წუთიანი ფილმის ,,მე დავიკარგე საკუთარ სახლში“ ჩვენება, რომელმაც დამსწრეების დიდი მოწონება დაიმსახურა.

მსგავსი სტატიები

Facebook