სიახლე 

ერთადერთი მენტორი მასწავლებელი ფოთიდან 27 11 19

თამარ ფაჩულია ფოთში ერთადერთი მასწავლებელია რომელსაც მენტორიის სტატუსი აქვს. პედაგოგიური სქემის ფარგლებში მან გაიარა ბოლო საფეხური და მენტორის წოდება ამის შემდეგ მიიღო. თამარ ფაჩულია უკვე 10 წელია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. ის არის ტრენერი, ტუტორი მასწავლებელი. როგორც ჩვენთან საუბარში ამბობს, სკოლის დირექტორობასთან ერთად მასწავლებლობა დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა ყველა პედაგოგი ვალდებულია დაინტერესებული იყოს პროფესიული ზრდით. უნდა აღინიშნოს რომ შენობა რომელშიც ,,თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა გიმნაზია“ მდებარეობს იჯარით აქვთ აღებული, რაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. როგორც ის ამბობს, ქალაქში ბევრი მიტოვებული შენობაა და ის ადგილობრივ ხელისუფლებას შესაბამის უწყებებთან შენობის სიმბოლურ ფასად გადაცემასთან დაკავშირებით შუამდგომლობას სთხოვს.

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი თამარ ფაჩულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოთის ფილიალის ფილოლოგია-ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი, ლექტორი და კონკურსის წესით შერჩეული ფოთის მრავალდარგოვანი კოლეჯის დირექტორი გახლდათ.

მსგავსი სტატიები

Facebook