სიახლე 

სტუდია ვაშინგტონი 27 11 19

შეერთებულ შტატებში ექპერტთა ნაწილი “ქართული ოცნების” მთავრობას მოუწოდებს შეასრულოს დაპირება და 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩაატაროს. რობერტ ჰამილტონი, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტიდან ამბობს, რომ ამ დაპირების შესრულება საქართველოს დემოკრატიული განვითარების დასტური იქნება. პარალელურად, თბილისში პროპორციული არჩევნების მოთხოვნით დემონსტრაციები გრძელდება. მიუხედავად ქუჩის პროტესტისა, “ქართული ოცნება”, ამ დრომდე, აქციის მონაწილეებთან დათმობებზე წასვლას და ივნისში დადებული დაპირების შესრულებას არ აპირებს. იმ მიმოხილველთა ნაწილი, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აკვირდება, “ქართული ოცნების” გადაწვეტილებამ გააკვირვა.

ჩეხეთსა და სლოვაკეთში ხავერდოვანი რევოლუციის სახელით ცნობილი მოვლენებიდან 30 წლისთავს აღნიშნავენ. გარდაქმნებმა ორ ქვეყნაში ეკონომიკური კეთილდღეობა მოიტანა, თუმცა დემოკრატიული პროცესი ჯერ ისევ ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. რა გაკვეთილია პოსტ-კომუნისტური ცენტრალური ევროპის ისტორია საქართველოსვის? დეტალები ჩვენს სიუჟეტში.

შობა-ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, სადღესასწაულო სეზონისთვის თეთრი სახლიც ემზადება. საახალწლო სამზადისი, აქ ნაძვის ხით იწყება. საახალწლო ნაძვის ხე თეთრ სახლში მარხილით მიიტანეს.

მსგავსი სტატიები

Facebook