სიახლე 

ფოთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა 02 12 19

დღეს ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27-ე რიგგარეშე სხდომა გაიმართა. პირველ საკითხად მოისმინეს ფოთის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ნონა სილაგავას ანგარიში. მეორე საკითხზე, საკრებულოს წევრებმა მხარი არ დაუჭირეს მერიის მიერ გამოგზავნილ განკარგულებას, იმის შესახებ რომ საკრებულოს თანხმობით მომხდარიყო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული რამდენიმე ერთეული ქონების განმეორებითი აუქციონის 49%-იანი ფასდაკლებით ჩატარება. მათ განკარგულების საკუთარ ვარიანტს დუჭირეს მხარი, რომლის მიხედვითაც თავად მერიამ უნდა უზრუნველყოს აღნიშნული აუქციონების ჩატარება. მესამე საკითხში კი პირიქით, მერიის სამსახურს უარი უთხრეს საკრებულოს თანხმობის გარეშე მიიღოს რაიმე გადაწყვეტილება, რომელიც ეხება ქალაქის გენერალური გეგმის მიხედვით…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საჭადრაკო კლუბი უმაღლესი ლიგის ფინალშია 02 12 19

ფოთის საჭადრაკო კლუბი “ნანა” 17-20 დეკემბერს საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს. ფოთელთა კლუბმა უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება I ლიგის დასრულებამდე 1 ტურით ადრე მოიპოვა. საკლუბო ჩემპიონატის ბოლო ტურში კლუბი “ნანა” გაახალგაზრდავებული შემადგენლობით დაუპირისპირდა ლანჩხუთის “ლანჩხუთს”. მიუხედავად ამისა ჩვენმა ახალგაზრდებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს 10,5 – 5,5. პირველი მატჩის ფრედ (4:4) დასრულების შემდეგ, მეორე მატჩში ფოთის “ნანა”-მ 6,5 : 1,5 იმარჯვა. ფოთის მუნიციპალიტეტის საჭადრაკო კლუბი “ნანა” საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ნახევარფინალურ მატჩში თბილისის “ნტნ”- დაუპირსპირდება. უმაღლეს ლიგაში მონაწილეობს 4 გუნდი: თბილისის “ნტნ”, თბილისის “აზმაი”, ქუთაისის “ქუთაისი” და ფოთის “ნანა”.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის „ჭაბონამას“ და „ნახალოვკის“ მატჩი ორჯერ ჩაიშალა 02 12 19

კვირას 1 დეკემბერს ფოთში ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა საქართველოს მოყვარულთა თასი 2019-ის 1/4 ფინალური მატჩი. სადაც ფოთის “ჭაბონამა” თბილისის ,, ნახალოვკას” დაუპირისპირდა. პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში გაილია და ანგარიშიც 0:0 დაფიქსირდა. მეორე ტაიმის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მსაჯმა თამაში შეწყვიტა, კოკისპირული წვიმის გამო. გუნდები მარტვილში გაემგზავრნენ, სადაც ფოთში დაწყებული შეხვედრის მეორე ტაიმი ითამაშეს. მარტვილში ჯერ თბილისელები დაწინაურდნენ. თუმცა ფოთელებმა შესძლეს ანგარიშის გათანაბრება, რის შემდეგაც “ნახალოვკას” ფეხბურთელები მსაჯს დაუპირისპირდნენ და თამაში შეწყდა. საბოლოოდ მატჩის ბედს ფედერაცია გადაწყვეტს. ჩვენი ინფორმაციით თამაშის ჩაშლის გამო თბილისის “ნახალოვკას” წაგება ჩაეთვლება.

იხილე მეტი
სიახლე 

მორიგი პრემიერა ფოთის თეატრში 02 12 19

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა მაყურებელს მორიგ პრემიერაზე უმასპინძლა. „ჯერ დაიხოცნენ და მერე იქორწინეს“ საპრემიერო ჩვენების ორივე დღემ სრული ანშლაგით ჩაიარა. გადავსებულ დარბაზში ბედნიერი და გახარებული მაყურებელი ოვაციას ვერ მალავდა და ვერც სიცილს იკავებდა. ფოთის თეატრმა კვლავ წარმატებით გაიარა ბეწვის ხიდზე, რადგან ყველა თაობის მაყურებლისთვის საყვარელი სპექტაკლი გააცოცხლა და აჩვენა ისე, რომ არ დაკარგა საკუთრი ინდივიდუალურობა, საკუთარი ხელწერა. აღსანიშნავია, რომ საპრემიერო ჩვენების მეორე დღეს სპექტაკლის რეჟისორი და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რამაზ იოსელიანი მსახიობის ამპლუაშიც წარსდგა მაყურებლის წინაშე.

იხილე მეტი
Facebook