სიახლე 

ფოთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა 02 12 19

დღეს ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27-ე რიგგარეშე სხდომა გაიმართა. პირველ საკითხად მოისმინეს ფოთის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ნონა სილაგავას ანგარიში. მეორე საკითხზე, საკრებულოს წევრებმა მხარი არ დაუჭირეს მერიის მიერ გამოგზავნილ განკარგულებას, იმის შესახებ რომ საკრებულოს თანხმობით მომხდარიყო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული რამდენიმე ერთეული ქონების განმეორებითი აუქციონის 49%-იანი ფასდაკლებით ჩატარება. მათ განკარგულების საკუთარ ვარიანტს დუჭირეს მხარი, რომლის მიხედვითაც თავად მერიამ უნდა უზრუნველყოს აღნიშნული აუქციონების ჩატარება. მესამე საკითხში კი პირიქით, მერიის სამსახურს უარი უთხრეს საკრებულოს თანხმობის გარეშე მიიღოს რაიმე გადაწყვეტილება, რომელიც ეხება ქალაქის გენერალური გეგმის მიხედვით რეკრეაციულ ზონაში მოხვედრილი კერძო მესაკუთრეების საკითხებს. სხდომის დასასრულს შელაპარაკება მოხდა ნაციონალური მოძრაობის და მმართველი პარტიის წარმომადგენელებს შორის, რამდენიმე დღის წინ, მერიასთნ ე.წ. „დაბოქლომების აქციისას“ მომხდარი ინციდენტის გამო სხდომაზე განხილული სამივე საკითხი საკრებულოს წევრებმა ერთხმად მიიღეს.

მსგავსი სტატიები

Facebook