სიახლე 

ფოთის „კოლხეთი“ „ წყალტუბოსთან“ 3:0 დამარცხდა 04 12 19

დღეს ფოთის ცენტრალურ სტადიონზე ფლეი-ოფის პირველი მატჩი გაიმართა, ფოთის „კოლხეთი 1913“ წყალტუბოს „სამგურალს“ დაუპირისპირდა. ფოთელები შესუსტებული შემადგენლობით თამაშობდნენ. როგორც ცნობილია მიზეზთა გამო ბოლო პერიოდში გუნდი ხუთმა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელმა დატოვა, რის გამოც ადგილობრივი საფეხბურთო სკოლის აღზრდილების დამატება გახდა საჭირო, მათ კი გამოცდილება აშკარად აკლიათ და თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა ჯერაც უჭირთ. „კოლხეთმა“ წყალტუბოს „სამგურალის“ დამარცხება მონდომებისა და თავდადების ხარჯზე სცადა, მათ ადგილობრივი ქომაგების მხურვალე გულშემატკივრობაც არ აკლდათ. მიუხედავად ამისა მატჩი მაინც გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა სტუმრებმა მოიგეს. საბოლოოდ მატჩი წყალტუბოელთა სასარგებლოდ 3:0 დასრულდა.

განმეორებითი მატჩი წყალტუბოში გაიმართება, სადაც „კოლხეთს“ მე-2 ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად 4 ბურთის სხვაობით გამარჯვება სჭირდება.

მსგავსი სტატიები

Facebook