სიახლე 

სტუდია ვაშინგტონი 05 12 19

მოგესალმებით, ეთერშია „სტუდია ვაშინგტონი“ ამერიკის ხმისა და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი. ვაშინგტონიდან თქვენთვის მარიამ უგრეხელიძე მუშაობს.

პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში ჩართულ კანდიდატებს ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ადამიანი შეუერთდა. მაიკლ ბლუმბერგი, ქალაქ ნიუ-იორკის ყოფილი მერი, მილიარდერი და ფილანტროპია. მის სახელს და პიროვნებას ამერიკაში საკმაოდ კარგად იცნობენ. გამოკითხვების თანახმად, ბლუმბერგს ახლა დემოკრატების დაახლოებით 3 %-ის მხარდაჭერა აქვს. თუმცა ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც კამპანიას გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს, ბლუმბერგის ფინანსები მას დამოუკიდებელი კანდიდატის იმიჯს უქმნის და ეს მას გავლენის მოპოვებაშიც დაეხმარება.

კლიმატის ცვლილებები უფროდაუფრო აქტუალური საკითხი ხდება. მადრიდში კლიმატის სამიტზე შეკრებილმა მსოფლიოს ლიდერებმა სწორედ გლობალური დათბობისა და მის გამო გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრეს. სამიტი მადრიდში 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. დეტალები ჩვენს სიუჟეტში.

წელს პატრიოტიზმი „თეთრი სახლის“ საშობაო მორთულობის მთავარი თემაა. ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ვიდეო კლიპი გაავრცელა, სადაც ამერიკის პირველი ლედი მელანია ტრამპი საშობაო დეკორაციებს სახელწოდებით „ამერიკის სული“ წარადგენს. როგორ გამოიყურება თეთრი სახლი ახლა და როგორია პრეზიდენტების სახლის საშობაოდ მორთვის ისტორია, ამას მომდენო სიუჟეტიდან გაიგებთ.

დღეისათვის სულ ეს იყო. სტუდიიდან თქვენთვის მარიამ უგრეხელიძე მუშაობდა. „სტუდია ვაშინგტონი“ „ამერიკის ხმის“ და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი ეთერში ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს გადის. ჩვენი გადაცემების ნახვა კი ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ვებგვერდზე amerikiskhma.com შემოგვიერთდით ფეისბუქის, ინსტაგრამისა და ტვიტერის გვერდებზეც. ნახვამდის

მსგავსი სტატიები

Facebook