სიახლე 

ავტოსაგზაო შემთხვევები ფოთში 25 12 19

დღეს ფოთში 2 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. აკაკის ქუჩაზე, მესამე საჯარო სკოლასთან, ერთმანეთს მოტოციკლი და მიკრო ავტობუსი დაეჯახა. მოტოციკლის მძღოლი პოსტ ტრამვული შოკით და მოტეხილობებით ფოთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას შესაბამისი გამოკვლევები უტარდება და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. რუსთაველის რკალზე კი ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა რომელიც ნიკო ნიკოლაძის კოშკთან ზებრაზე გადადიოდა. დაზარალებული საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი და მას გამოკვლევები უტარდება. ექიმების განცხადებით, ავტო ავარიაში მოყოლილთა ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

მსგავსი სტატიები

Facebook