სიახლე 

“ფონდი ქველმოქმედი 2015”-ის საახალწლო აქცია 30 12 19

წელსაც ფონდი “ქველმოქმედი 2015”-ის მიერ, სამაუწყებლო კოპანია “მეცხრე ტალღის”, კოლხეთის ეროვნული პარკის და “არტ-გალერეა 34”-ის მხარდაჭერით ტრადიციულად საახალწლო საქველმოქმედო აქცია მოეწყო. აქციის ფარგლებში, ჩვენ თანაქალაქელ სოციალურად დაუცველ 40 ოჯახს პროდუქტების პაკეტები გადაეცათ. ასევე წინასწარ მოხდა სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან 15 მოზარდის საახალწლო სურვილების ჩაწერა და შემდგომ, შემომწირველთა დახმარებით, სასურველი ნივთების შეძენა და ბავშვებისთვის გადაცემა.

ფონდი „ქველმოქმედი 2015“ დაფუძნდა 2015 წელს. მის მიერ ოთხი წლის მანძილზე, შემომწირველების დახმარებით, საკვები პროდუქტებით, შეშითა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით უზრუნველყოფილ იქნა 700 –ზე მეტი სოციალურად დაუცველი, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე. ფონდის მიერ ყოველწლიურად ხორციელდება 10-ზე მეტი სოციალური პროექტი.

მსგავსი სტატიები

Facebook