სიახლე 

ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რამაზ იოსელიანი, სამშენებლო კომპანიას უჩივის და დახმარებას ითხოვს 09 09 19

ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რამაზ იოსელიანი სოციალურ ქსელში, თეატრის რემონტის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას უმოქმედობაში და სამუშაოების არაჯეროვან შესრულებაში ადანაშაულებს და დახმარებას ითხოვს.NWBC.GE ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რამაზ იოსელიანი, თეატრის რემონტის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას უმოქმედობაში და სამუშაოების არაჯეროვან შესრულებაში ადანაშაულებს და დახმარებას ითხოვს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში აზიის ბანკის წარმომადგენლებმა მორიგი შეხვედრა გამართეს 06 09 19

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის დარბაზში აზიის ბანკის წარმომადგენლებმა საავტომობილო გზების დეპარტამენთან ერთად მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გამართა, სადაც მეშვიდე კილომეტრზე ახალი ხიდის პროექტი განიხილეს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. პროექტში აღწერილია ფოთი-გრიგოლეთის გზის საწყისი მონაკვეთის მშენებლობა-ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების შედეგები. ხიდის მშენებლობა 1 წელსა და 7 თვეს მოიცავს. ამჯერად სატენდერო დოკუმენტაცია მზადდება. მთავარი ყურადღება დონორის მიერ წითელ წიგნში შესული სახეობების, განსაკუთრებით ატლანტიური ზუთხის, ასევე გადამფრენი ფრინველების დაცვის საკითხზე გამახვილდა, სწორედ ამიტომ შეირჩა ხიდის ის ვარიანტი რომელზეც ნაკლები ბურჯები სჭირდებოდა. ამასთანავე დონორზე მოთხოვნით გათვალისწინებულია ხიდზე ვიდეო კამერების დამონტაჟება რომელთა საშუალებითაც შესაბამის სამსახურებს უკანონო…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში 7-7-ზე ფეხბურთის საქალაქო ტურნირი გაიმართა 05 09 19

დღეს ფოთის ცენტრალური სტადიონის სათადარიგო მინდორზე 7-7ზე ფეხბურთის ფედერაციის თაოსნობით საქალაქო ტურნირი გაიმართა. რომელშიც 3გუნდი იღებდა მონაწილეობას, ესენია ჭაბონამა, ნაბადის უბნის გუნდი და პარკის უბნის გუნდი არისტოკრატები. ტურნირი საქართველოს მაშტაბით ხორციელდება და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ჯანსახი და სპორტული ცხოვრების დამკვიდრებას, საფეხბურთო ლიგების ჩამოყალიბებას, ასევე ვეტერანი ფეხბურთელების დაბრუნებას და ჩართვას ფეხბურთში. ტურნირის მხარდამჭერია ფეხბურთის ფედერაცია და ფეხბურთის განვითარების ფონდი.

იხილე მეტი
სიახლე 

„კოლხეთი 1913″- მა ადგილობრივ ქომაგებთან შეხვედრა გამართა 05 09 19

ფოთის ცენტრალურ სტადიონზე, “კოლხეთი-1913″ის ხელმძღვანელთა ადგილობრივ ქომაგებთან შეხვედრა გაიმართა. სადაც გუნდის არასახარბიელო მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრა ხმაურის და ურთიერთპრეტენზიის ფონზე მიმდინარეობდა. აღსანიშნავია რომ “კოლხეთი-1913″დან 5ფეხბურთელი განთავისუფლდა და ამასთანავე დაემატა რამდენიმე ახალი ფეხბურთელი. განახლებული შემადგენლობით კი გუნდი ხვალ ამახანაგურ მატჩს ქობულეთთან გამართავს

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, დარბაზ “ვერსალში” დასაქმების ფორუმი ჩატარდა 04 09 19

ფოთში, დარბაზ “ვერსალში”, სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, დასაქმების ფორუმი გაიმართა. მისი მიზანი ადგილობრივ მოსახლეობაში უმუშევრობის დონის შემცირებაა. სამუშაოს მაძიებლებს 500-ზე მეტი აქტიური ვაკანსია რეგიონში მოქმედმა 22-მა კომპანიამ შესთავაზა. სამუშაო ადგილები სამომხმარებლო, საბანკო-საფინანსო, ტურიზმისა და სამშენებლო სფეროებიდან იყო წარმოდგენილი. დასაქმების ფორუმზე სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად უკავშირდებიან ერთმანეთს, რაც ხელს უწყობს შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული დისბალანსის აღმოფხვრას. ღონისძიება სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ და ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ საზეიმოდ გახსნეს. ფორუმი ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ინიციტივითა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა

იხილე მეტი
სიახლე 

Silk tvgo სიახლე ჯეოსელის აბონენტებს (R) 5 09 19

Silk tvgo- სიახლე ჯეოსელის აბონენტებს . ინტერაქტიული ტელევიზია, ტელევიზორის გარდა სმარტფონებში, პლანშეტებზე და კომპიუტერებშიც არის ხელმისაწვდომი

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის პარკი არენაზე დავით სანიკიძის სახელობის თასის გათამაშება რაგბში გაიმართა 26 08 19

მიმდინარე წლის 24-25 აგვისტოს ფოთის ,,პარკი არენა’’-ზე დავით სანიკიძის სახელობის თასის გათამაშება 7-კაცა რაგბში გაიმართა. მასში მონაწილეობა თბილისის ,,ლოკომოტივის’’, თბილისის ,,ჯიქების’’, ქუთაისის ,,აიას’’, ქუთასისის ,,არესის’’, ფოთის ,,კოლხი რაინდები-1-ის’’ და ,,კოლხი რაინდები-2-ის’’ 16 წლამდელთა გუნდებმა მიიღეს. უშეღავათო ბრძოლაში გამარჯვებული ფოთის „კოლხი რაინდები-1“ გახდა, რომელმაც ფინალში „არესს“ სძლია. მესამე ადგილი ასევე ფოთის ,,კოლხი რაინდები-2-მა’’ მოიპოვა. ტურნირი ფოთის მერიის ორგანიზებით და დაფინანსებით გაიმართა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის „კოლხეთი 1913“ საფეხბურთო გუნდ „თელავთან“ დამარცხდა 26 08 19

დღეს ფოთის „პარკი არენაზე“ crystalbet ეროვნული ლიგა 2-ის 23-ე ტურში: „კოლხეთი 1913“ საფეხბურთო კლუბ „თელავს” დაუპირისპირდა. მატჩში ანგარიში ფოთელებმა გასსნეს, გოლი შალიკაშვილმა გაიტანა, თუმცა ამის შემდეგ თამაშის სადავეები ხელში თელაველებმა აიღეს და კოლხეთის კარში 5 გოლის გატანა შესძლეს. მასპინძლებმა თამაშის მიწურულს ერთი გოლის გაქვითვა მოახერხეს და საბოლოოდ 5:2 დამარცხდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დღეებში „კოლხეთი1913“-ში ცვლილებები იგეგმება, რომელიც როგორც მწვრთნელს, ასევე ფეხბურთელებსაც შეეხება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, დარბაზ “დიადემაში”, საქველმოქმედო საღამო გაიმართა 19 08 19

საზაფხულო ტურნეს ფარგლებში დარბაზ დიადემაში საქველმოქმედო საღამო გაიმართა. სადაც მაყურებლის წინაშე გია სურამელაშვილი, შორენა იმნაძე და ტატო გაბელია წარსდგნენ. კონცერტი ჩვენი თანაქალაქელი 10წლის ლუკა გოგელიას დასასხმარებლად გაიმათა. ლუკა რამდენიმე წელიწადია, კეთილი ადამიანების თანადგომით მკურნალობს რბილი ქსოვილის სიმსივნეს და დღემდე საჭიროებს სამედიცინო მეთვალყურეობას თურქეთის კლინიკაში. მის მდგომარეობას ამძიმებს ის გარემოებაც, რომ მეურვე ბებიის გარდაცვალების შემდეგ, უმუშევრად მყოფი ბაბუა ვერ უზრუნველყოფს ბავშვების საჭიროებებს. ლუკასა და მის მცირეწლოვან ძმას ბინის ქირის გადაუხდელობის გამო უსახლკაროდ დარჩენა ემუქრებოდათ. საქველმოქმედო საღამო ფონდი ქველმოქმედი2015ის და Vm production ორგანიზებით გაიმართა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ელექტროული მუსიკის ფესტივალი გაიმართა 17 08 19

ზაფხულის დღეებთან დაკავშირებით ცენტრალურ პარკში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ჩატარდა. მაყურებელთა წინაშე Dj 3hyneeq 2საათიანი პროგრამით წარსდგა, და მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ღონისძიება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის და კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

იხილე მეტი
Facebook