სიახლე 

ფოთში დამწყებ მოჭადრაკეთა ტურნირი დასრულდა 06 12 19

ფოთის საჭადრაკო კლუბ ,,ნანა“-ში გრძელდება ჭადრაკის დიდი მოყვარულის ჯემალ თოფურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი მე-10 საჭადრაკო ფესტივალი. დღეს დასრულდა დამწყებ მოჭადრაკეთა ტურნირი, რომელშიც 80-მდე მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა. შეჯიბრი შვეიცარული სისტემით შვიდ ტურად ჩატარდა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები. ისინი 15 დეკემბერს დაჯილოვდებიან.

იხილე მეტი
სიახლე 

თამარ ფაჩულიას სკოლაში პედაგოგ ლადო აფხაზავას უმასპინძლეს 06 12 19

თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა გიმნაზიაში დაწყებითი კათედრის კვირეულის ფარგლებში ლიტერატურულ – მუსიკალური ღონისძიება ,,ჩემი საქართველო“ გაიმართა. აღსანიშნავია, რომ სკოლამ კვირეულის ფარგლებში პედაგოგ ლადო აფხაზავას უმასპინძლა. მან ამავე სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს მისი გამოცდილება გაუზიარა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს” მფლობელია ის ჩიბათის სკოლაში 2010 წლიდან ასწავლის.

იხილე მეტი
სიახლე 

დაკავებულ სასულიერო პირს ბრალი ფოთის იზოლატორში წარუდგინეს 06 12 19

ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ ბერ-მონაზონს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ბრალის წარდგენა ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოხდა, სადაც ის ზუგდიდიდან გუშინ გადაიყვანეს. მამაოს ბრალი წარედგინა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით. ის ისევ ადასტურებს პირვანდელ ჩვენებას, რომ ჩანთა და ნარკოტიკები, რომელიც ამ ჩანთაში იყო მოთავსებული, ეკუთვნის თავად მას. თავს ცნობს დამნაშავედ, რაც შეეხება აღნიშნულ საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს, ის შესაძლოა საპყრობილიდან ხვალ გათავისუფლდეს. ცნობილია, რომ მასთან დაკავშირებით შეფარდებულია გირაო. იმისთვის რომ გათავსუფლდეს საპყრობილიდან, უნდა მოხდეს გირაოს უზრუნველყოფა ქონებით. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის ორი ადამიანი, მათ შორის, ერთი სასულიერო პირი დააკავეს.

იხილე მეტი
სიახლე 

გრინვეიმ გაიგე მეტი ტექინსპექტირების შესახებ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა 06 12 19

გრინვეი საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში – „გაიგე მეტი ტექინსპექტირების შესახებ“ ფოთის მოსახლეობას შეხვდა. გრინვეის ტექნიკურმა პერსონალმა შეკრებილ საზოგადოებას ის აპარატურა წარუდგინა, რომლის საშუალებითაც ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში CO-ს შემცველობის და კვამლიანობის დადგენა ხდება. ასევე, მოსახლეობას რიგლოსკოპის გამოყენების პროცედურა გააცნეს, რომლის საშუალებით მოწმდება ფარების სინათლის ნაკადის მიმართულება. გრინვეის ინსპექტორებმა მოსახლეობას დეტალურად გააცნეს ყველა ის პარამეტრი, რომელზეც მოწმდება ავტომობილები ტექნიკური ინსპექტირების გავლის პროცესში. გრინვეის რეგიონულმა კოორდინატორმა, გიგა მოწყობილმა, შეკრებილ საზოგადოებასთან პერიოდული სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მნიშვნელობა შეაფასა გზებზე უსაფრთხოების, ავტოპარკის გაჯანსაღების, ავტოსაგზაო შემთხვევათა შემცირების და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ფოთში გამართული აქციით…

იხილე მეტი
სიახლე 

მედია რაუნდი “წითელი ჯვრის” ზუგდიდის ოფისში 05 12 2019

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლებმა სამეგრელოს რეგიონის ჟურანლისტებთან შეხვედრა გამართეს, სადაც მათ 2019 წლის პირველი ნახევრის პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. უგზოუკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიება და მათი ოჯახების საჭიროებები, ოჯახური კავშირების აღდგენა და პაციენტების გადაყვანა გამყოფი ხაზის გადაკვეთით, თავისუფლებააღკვეთილი პირების ოჯახებთან დაკავშირება, უმწეოთა დახმარება, საერაშორისო ჰუმანიტარული სამართალი. ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ საკითხებისა, რომელთა მოგვარებაშიც წითელი ჯვრის წარმომადგენლები მონაწილეობენ. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი 1863 წელს დაარსდა. ის არის მიუკერძოებელი, ნეიტრალური და დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია მხოლოდ ჰუმანიტარული მისია. ეს მისია გულისხმობს შეიარაღებული კონფლიქტებისა და სხვა ძალადობრივი სიტუაციების…

იხილე მეტი
სიახლე 

პრეზენტაცია ახალი საქართველოს უნივერსიტეტში 05 12 19

ახალი საქართველოს უნივერიტეტში კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ახალი გამოცემის – ქრისტოს იანარასის ,,ფსიქოანალიზი და მართლმადიდებლური ანთროპოლოგია“ პრეზენტაცია გაიმართა. ტექსტი ქართულად ასოცირებულმა პროფესორმა, გიორგი ხუროშვილმა თარგმნა. შეხვედრას უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ მასწავლებლები და ადმინისტაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

სტუდია ვაშინგტონი 05 12 19

მოგესალმებით, ეთერშია „სტუდია ვაშინგტონი“ ამერიკის ხმისა და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი. ვაშინგტონიდან თქვენთვის მარიამ უგრეხელიძე მუშაობს. პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში ჩართულ კანდიდატებს ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ადამიანი შეუერთდა. მაიკლ ბლუმბერგი, ქალაქ ნიუ-იორკის ყოფილი მერი, მილიარდერი და ფილანტროპია. მის სახელს და პიროვნებას ამერიკაში საკმაოდ კარგად იცნობენ. გამოკითხვების თანახმად, ბლუმბერგს ახლა დემოკრატების დაახლოებით 3 %-ის მხარდაჭერა აქვს. თუმცა ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც კამპანიას გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს, ბლუმბერგის ფინანსები მას დამოუკიდებელი კანდიდატის იმიჯს უქმნის და ეს მას გავლენის მოპოვებაშიც დაეხმარება. კლიმატის ცვლილებები უფროდაუფრო აქტუალური საკითხი ხდება. მადრიდში კლიმატის სამიტზე…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის „კოლხეთი“ „ წყალტუბოსთან“ 3:0 დამარცხდა 04 12 19

დღეს ფოთის ცენტრალურ სტადიონზე ფლეი-ოფის პირველი მატჩი გაიმართა, ფოთის „კოლხეთი 1913“ წყალტუბოს „სამგურალს“ დაუპირისპირდა. ფოთელები შესუსტებული შემადგენლობით თამაშობდნენ. როგორც ცნობილია მიზეზთა გამო ბოლო პერიოდში გუნდი ხუთმა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელმა დატოვა, რის გამოც ადგილობრივი საფეხბურთო სკოლის აღზრდილების დამატება გახდა საჭირო, მათ კი გამოცდილება აშკარად აკლიათ და თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა ჯერაც უჭირთ. „კოლხეთმა“ წყალტუბოს „სამგურალის“ დამარცხება მონდომებისა და თავდადების ხარჯზე სცადა, მათ ადგილობრივი ქომაგების მხურვალე გულშემატკივრობაც არ აკლდათ. მიუხედავად ამისა მატჩი მაინც გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა სტუმრებმა მოიგეს. საბოლოოდ მატჩი წყალტუბოელთა სასარგებლოდ 3:0 დასრულდა. განმეორებითი მატჩი წყალტუბოში გაიმართება, სადაც „კოლხეთს“ მე-2 ლიგაში…

იხილე მეტი
სიახლე 

პროკურატურის წარმომადგენლებმა ფოთის მე-5 სჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს 03 12 2019

ფოთის მე-5 საჯარო სკოლაში პროკურატურის წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ძალადობის თემაზე საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართეს . შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პროკურატურის წარმიმადგენლები მსგავსი ტიპის შეხვედრებს მთელი საქართველოს მასშტაბით მართავენ

იხილე მეტი
Facebook